#26484397 · 16 Jul 2011, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაე, მშვიდობა სამოსს ურღვეველს!
ბაღში ესვენა მძინარე ბავშვი, თავთ ძილ-ღვიძილის ორი ხე ერგო, სულ ერთხელ შედგა მდინარებაში, სულ ერთი ხელი სამომოსი ერგო - მზიური წნულით კრული სხეული, თავის მეოხად და უფლის მზიდად,, გადიჭრა ხნული, მარცვალ ეული მიწას მოწყდა და ზეცად დამიწდა. და მიწვდა ხელი ხელითუხლებელს,- კაცი ორია, ერთი - იერი, დაემშვიდობა სამოსს ურღვეველს, დაპურებული გახდა მშიერი. დაღვინებული დამწუხრებულა გააქვთ - გამოაქვთ მღნელებს ბეღელი, გუშაგი მშვიდად მიძინებულა, არავინღაა კარის შემბმელი. შემტვრეულია ლომით ურდული, ხელთ გასაღები ჯიბეს არ იდო, საქმე უგვანო, ზრახვა ქურდული,- გიჯობს გაექცე,თავი არიდო. ჩამოხსნილია კარი მალულად, - იგი მეტია, ვიდრე ტაძარი - დაუსვენიათ იქვე ქვაბულად, გამოეკიდა სამარხს თავს ზარი. ჩამოეკიდა ხეს, ბოროტ რგულად, მსოფლიურ ბედით სკვნილი ბაწარი, და გაიხლიჩა გული ორ გულად, შუაში ჩადგა იგივე კარი. მუხლი მოკეცა შვებით სიზიფემ, ბოლო მოეღო ამდენ მოლოდინს, აღმართს ეწია შრომის სიმწიფე, ჯილდოდ გადექცა ტანჯული ლოდი. ბაღს მიემშვენა მძინარე ბავშვი, რაკი ბავშვშვია, დაე, იძნოს. სულ ერთხელ შედგა მდინარე მაშინ. - ბავშვია, ბავშვი - არ ჩაიძიროს!
|