ქართული ინტერნეტის უცნაურობანი
იხილეთ სიუჟეტი სადაც ვინმე კაპანაძე საუბრობს ჟურნალისტებზე , რომლებიც აქციების დროს იქნენ დარბეულნი.
რათქმაუნდა ეს ამაზრზენი და დაუშვებელი , მაგრამ ნეტარ გიორგის მორალური უფლება არა აქვს ამ სფეროში შეზღუდვებზე გვესაუბროს. ჩემი აზრით, ეს ადამიანი არის ერთერთი ბნელი წერტილი ქართულ მედიაში .
დღეისათვის ისაა „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი”ს ხელმძღვალელი და სახელისუფლებო აგიტაციის რუპორი.
მივყვეთ ფაქტებს:
რას წარმოადგენს ეს ჯგუფი?
Facebookის ოფიციალური გვერდის ცნობით:
„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი” რომელშიც შედის ინტერნეტ ტელევიზია www.itv.ge , შეიქმნა 2008 წელს. ინტერნეტ ტელევიზიის გარდა ჯგუფის საკუთრებაშია www.presa.ge და www.bp.ge.
„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დამფუძნებელია „Caucasus online”, რომლის მართვაშია შემდეგი ვებგვერდები: www.internet.ge, www.posta.ge, www.avoe.ge, www.gol.ge, www.bude.ge, www.radio.ge, www.eva.ge
ინტერნეტ ტელევიზია itv.ge ფუნქციონირებს 2009 წლის 31 მარტიდან. ჩვენ ვაშუქებთ ყველა საინტერესო მოვლენას და წარმოგიდგენთ ყველა მხარის პოზიციას. itv.ge – ეს თქვენი ინტერნეტ ტელევიზიაა, რომელიც ობიექტურ ინფორმაციას გაწვდით.
აქვე ფრაგმენტი სტატიიიდან:
http://www.media.ge/ka/node/39720:„არასამთავრობო ორგანიზაციამ “პრესა საქართველო”, რომელიც კერძო პირებმა დააფუძნეს, ინტერნეტ-გამოცემა presa.ge 2007 წელს აამუშავა.
2008 წელს საიტის მფლობელებს “კავკასუს ონლაინის” მაშინდელმა ერთპიროვნულმა მფლობელმა მამია სანადირაძემ თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. საიტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მისმა რედაქტორმა, გია იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ მამია სანადირაძე იმ პერიოდში ინტერნეტ მედიაჯგუფს ქმნიდა და ჰოლდინგის გასაძლიერებლად სჭირდებოდა presa.ge, რაზეც საიტის დამფუძნებლებს უარი არ უთქვამთ, ვინაიდან მათ გარანტირებული ხელფასებს დაპირდნენ.
“კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი” (CIMG), 2008 წელს შეიქმნა, რომლის 100%-ანი დამფუძნებელი იყო “კავკასუს ონლაინი”. CIMG-ის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე ინტერნეტ საიტი: avoe.ge, bude.ge, radio.ge, internet.ge, და სხვა. Presa.ge კი მედია ჯგუფთან თანამშრომლობდა. მოგვიანებით, მამია სანადირაძემ Presa.ge დომენი, საიტის დამფუძნებელთა თანხმობით, CIMG-ს გადაუფორმა, ჟურნალისტების თქმით – დროებით. სანადირაძის წინადადებითვე , presa.ge-ს ბაზაზე, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge გაიხსნა.
“დათქმა იყო ასეთი – რედაქცია და ჟურნალისტები ინარჩუნებდნენ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დატოვება presa.ge-ს შეეძლო იმ დღიდან, რა დღიდანაც ამას გადაწყვეტდა. რა თქმა უნდა, დომენი presa.ge უნდა დაბრუნებოდა მფლობელს”, განაცხადა საიტის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა როზი ჯღამაიამ, “ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, რადგან, მაშინ ვერც ვიფიქრებდით, რომ მოვლენები ამგვარად წარიმართებოდა. მას შემდეგ, რაც CIMG-ში გენერალურ დირექტორად გიორგი კაპანაძე მოიყვანეს, გასაგები გახდა, რომ ხელისუფლება ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას ცდილობდა.” დაახლოებით ერთი თვის წინ, კომპანიის ხელმძღვანელობამ “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” დირექტორად გიორგი კაპანაძე წარადგინა, მედია ჰოლდინგ #####.##-ს დამფუძნებელი და პროსამთავრობო ტელეკომპანია “რეალ TV”-ის გადაცემა “პრესის მიმოხილვის” წამყვანი.
“კაპანაძე სახელისუფლებო კადრია, მას სურდა რომ შეეცვალა საინფორმაციო პოლიტიკა, შეეცვალა დიზაინი, ლოგო, ხალხი უნდა გაეშვა და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჰოლდინგიდან წამოსვლა”, განაცხადა ჯღამაიამ პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ ბოლომდე იბრძოლებენ presa.ge დომენის დასაბრუნებლად.
“კაპანაძემ წარმოგვიდგინა 9-ათასლარიანი გადარიცხვის ფურცელი და გვითხრა, რომ თითქოს ამ ფასად გავყიდეთ დომენი. თუმცა, არანაირი ხელშეკრულება არ წარმოუდგენია”, თქვა ჟურნალისტმა.
“კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის” ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ საკუთრების საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, განაცხადა, რომ ზუსტად იცის, რომ დომენი presa.ge, მისი დამფუძნებლების თანხმობით, 2008 წელს “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს” გადაეცა.
“არავითარი სახელისუფლებო ინტერესი აქ არაა და ხელისუფლების დავალებას მე არ ვასრულებ. მე გია იაკობაშვილს როდესაც შევხვდი, ვუთხარი რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ ვაპირებდი. ეჭვი, რომ presa.ge ხელისუფლების კონტროლის ქვეშ გადადის უსაფუძვლოა და არ დადასტურდება, საიტი არა თუ შეინარჩუნებს არსებულ მიმართულებას, არამედ, შესაძლებელია, კიდევ უფრი კრიტიკული გახდეს ხელისუფლების მიმართ” – უთხრა Media.Ge-ს კაპანაძემ. თუმცა, კითხვას, თუ ვინ არის ამჟამად “კავკასუს ონალიანის” მფლობელი, კაპანაძემ ვერ უპასუხა.
მიმდინარე წლის 12 მარტს “კავკასუს ონლაინის” საკონტროლო წილი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია “ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქსმა” შეისყიდა, მფლობელის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა ადმინისტრაციაც. “კავკასუს ონლაინის” ახალ დირექტორად სანადირაძის მოადგილე გია ადეიშვილი დაინიშნა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი რანგის მოხელე იყო.“
ანუ
კითხვა კავკასუს ონლაინის მესვეურებს:
-თუ თქვენ პირდაპირ „აჩუქეთ“ თქვენი კუთვნილი ჰოლდინგი საეჭვო წარმოშობის პოლიტიკურ-ჟურნალისტურ სექტას, რომელიც აშკარად ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, მე , როგორც თქვენი მომხმარებელი, ვარ დაცული , რათა ჩემი პირადი ინფორმაცია უკანონოდ არ იქნეს გამოყენებული, დაცულია უსაფრთხოება ?
არ ვარ პრეტენზიული ადამიანი, მაგრამ თქვენი „პრინციპულობა“ შემაშფოთებელია და სამწუხაროდ, როგორც ჩანს , ამ კითხვაზე პასუხი არავის გააჩნია.
უკეთესად არც მათი კონკურენტის, სილქნეტის საქმე არაა. სილქ ტივიმ რატომღაც მარტო მაესტრო აიჩემა და საკუთარ იუზერებს შეუქმნა სერიოზული დისკომფორტი.
რა უფლებით? კი, ის კერძო კომპანიაა, მაგრამ მომხმარებელს თუ იზიდავს გარკვეული არხი და მისი მოწოდება შესაძლებელია, რატომ უნდა მოიკლონ თვითონაც დამატებითი შემოსავალი , ხოლო კლიენტები კი ჩააგდონ არასასიამუვნო სიტუაციაში.
სამწუხაროა, ფრიად სამწუხარო, მაგრამ ხელისუფლების ინტერესები ოლიგარქების გაკონტროლების გზით ხორციელდება .
ქვეყანაში კი ბნელა, ძალიან ბნელა