2008 წლის ცამეტიდან ოც აგვისტომდე სამსახურებრივი მივლინებით გახლდით ბანგლადეშში,მოხდა ისე,რომ იქ,სასტუმრო "ლა ვინჩში" გაჩერებისას,არ დავმალავ და მე,სამარცხვინო ქმნილებამ,მეტისმეტად ბევრი,შავ ბაზარზე ნაყიდი ალკოჰოლი დავლიე,და ვინაიდან სასმელს კარგად ვერ ვიტან,გონება სულ ამერია,გამოვედი ნომრიდან და ცუდად ავეტორღიალე დამლაგებელს,დამაპატიმრეს;გონს დანმონდის რაიონის(როგორც მერე გავიგე სპეციალურ) წინასწარი დაკავების საკანში მოვხვდი,მას შემდეგ რაც ჩემი საქართველოს მოქალაქეობა ცხადი გახდა,მე გამომიყვანეს საკნიდან და სპეციალურ შეხვედრათა ოთახში შემიყვანეს,აქ მე შემხვდა სამხედრო ფორმიანი მამაკაცი,ასე 45 წლის,იგი პოლკოვნიკ აჰმად აქბარ ხანად გამეცნო და შუამდგომლობას დამპირდა,ოღონდ ერთი პირობით,საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ,მე ვალდებული ვიყავი ახალი ამბების ლინკები და სურათები მეგზავნა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Mahendranatziaurmuzaffar@post.bd
მე უარი განვაცხადე,ამის შემდეგ,პოლკოვნიკმა მცველებს ჩემი სპეციალურ ოთახში გაყვანა უბრძანა,მე წამების შემეშინდა და თანამშრომლობაზე თანხმობა განვაცხადე,ამის შემდეგ,მე მიმამაგრეს ბანგლადეშის სპეცსამსახურების კავკასიის ბიუროს და მის ხელმძღვანელს,რომელსაც მე ვიცნობდი როგორც ფაიზულა უსმანს,შემდეგ თავდებით გამომიშვეს,მომცეს კოორდინატები და გამომიშვეს სამშობლოში.აქ მე შევუდექი დავალების აღსრულებას,2008 წლის სექტემბრიდან 2010 წლის დეკემბრის ჩათვლით,მე ბანგლადეშის საგარეო დაზვერვის თბილისის რეზიდენტურას გადავეცი 77 ეგზემპლარი "კვირის პალიტრა",14 ეგზემპლარი "ასავალ-დასავალი",3 ეგზემპლარი "ლიბერალი",17 ეგზემპლარი "პრაიმტაიმი",23 ეგზემპლარი "გზა",ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები,მეზობელი გოგონას ორი ფოტო,პრეზიდენტის რეზიდენციის ღობის სკეტჩი(შესრულებული სახაზავი მიკროპენით),სამი შამფური,ფორთოხლის ტორტი(ნაყიდი დოლიძის ქუჩაზე),ორი ნაჭერი "ნაპოლეონი",სასკოლო რვეული და ერთი კილო ხაჭოს ნამცხვარი.
ამ ყველაფრისათვის,მე,თბილისის რეზიდენტურის ხელმძღვანელების,ჯერ ფაიზულა უსმანის,ხოლო შემდეგ აბუ ნურედინ ჯაჰანგირ რაჰმანისაგან მივიღე 20000 ამერიკული დოლარის ოდენობის ნაღდი ფული,ასევე ხუთდღიანი მივლინება სუდანის დედაქალაქ ხართუმში,დასასვენებლად.
მე გულწრფელად ვნანობ ჩემს დანაშაულს,ჩადენილს ჩემივე სულმოკლეობის გამო და მოვითხოვ სასწრაფოდ დამაპატიმროთ.
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.