ელისო ჩაფიძე (გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი) : ”ვაღიარებ, რომ”…
შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს
მოქალაქე ელისო ჩაფიძის აღიარებითი ჩვენება
გუშინ მოვისმინე შსს-ს განცხადება რუსთავი-2-ზე, მივხვდი, რომ დროა, გამოვცხადდე და ვითანამშრომლო თქვენთან. ამიტომ კარგად დავფიქრდი და გადავწყვიტე, მთელი ჩემი ცოდვები თქვენს წინაშე ვაღიარო.
უპირველესად, ვაღიარებ, რომ ვარ ადამიანი. ამ საშინელ ამბავს ვერაფერი მოვუხერხე. რა ვქნა, სკოლასა და სახლში ასე მზრდიდნენ, ვკითხულობდი ბიძია თომას ქოხსა და მარკ ტვენის საბავშვო რომანებს, მაინ რიდსა და ჯეკ ლონდონს და შედეგი სახეზეა.. ვერა და ვერ მივეჩვიე, მიხაროდეს, ვამართლებდე და ტაშს ვუკრავდე ადამიანების მკვლელობას, სახლებიდან გამოყრას, გაუპატიურებას. იმედი მაქვს, თქვენი მეცადინეობით ამ საშინელი სენისგან ოდესმე განვთავისუფლდები და გავხდები ის ახალი ადამიანი, თქვენ რომ ოცნებობთ – ახალი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი, დაუკრას ტაში და თუ საჭიროა, სცემოს კიდეც სხვა მოქალაქეები ხელისუფლების დიადი იდეების დასაცავად.
ასევე ვაღიარებ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვარ ქართველი და ძალიან განვიცდი ქართველების გადაჯიშება-გადაშენების პროცესს რომ ვუყურებ ხოლმე, დევნილების წამებას და ყველაფერი ეროვნულისა და ტრადიციულის გოიმობად გამოცხადებას. ვაღიარებ, რომ ერთ დღეს ილიას უნივერსიტეტში რომ მოვისმინე, ჩემთვის აქ ყოფნა თავისუფლების ნიშანია და იმის, რომ ყურს რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ გავიხვრეტო, გამეცინა. ალბათ, ჩემი ეს მკრეხელური გამოხტომა უკვე დაფიქსირებულია შესაბამისი ვიდეო-აპარატურით, მაგრამ მაინც ვაღიარებ.
ვაღიარებ, რომ მიყვარს ჩვენი რელიგია – მართლმადიდებლობა. დალაი ლამასაც შევხვდი, ბაპტისტებსა და კათოლიკეებსაც ბევრი ვესაუბრე, ისლამსაც პატივს ვცემ და მუსლიმანების გულისტკვილიც მესმის, მაგრამ რატომღაც ვთვლი, რომ ქრისტიანობა თავისი სიყვარულით ადამიანისა და დედამიწის მიმართ ყველაზე ჰუმანური და ღრმად ფილოსოფიური რელიგიაა. მიყვარს, როგორც ჩემი იდენტობის ნაწილი, ჩემი ბავშვობის ბებიასდროინდელი ლოცვებიდან ნასწავლი ფრაზები. იმასაც ვაღიარებ, რომ ჩემი თავი ძალიან ხშირად არ მომწონს და ვთვლი, რომ არ ვარ ღირსეული ქრისტიანი, მაგრამ ჩემი ღმერთი კეთილია და დიდსულოვანი. ყოველთვის შემიძლია, მივიდე მასთან და შემოფაროს, ამ აღიარების შემდეგაც კი.
ვინ გადამიბირა? ყველაფერი, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, ბაბუაჩემ ალექსანდრე ჩაფიძისა და ბებიაჩემ მარიამ ბოჭორიშვილის ბრალია. მათ გადამიბირეს. მასწავლიდნენ ქართულ ლექსებს, მაკითხებდნენ მოთხრობებს, ვაჟას, გალაკტიონს. ჩემი ქართული ენის პედაგოგს, ბონდო კირკიტაძეს ვაბარებდი შემდეგ ამ ინფორმაციას. ის კი ასევე საათობით მესაუბრებოდა ვაჟაზე, ილიაზე, აკაკიზე, გალაკტიონზე.
ისინი ახლა ნამდვილად სხვა ქვეყანაში არიან, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ვეღარ დააპატიმრებთ და ვერ მიიღებთ ასეთ აღიარებით ჩვენებებს.
ვაღიარებ, რომ სუსტი ვარ, ქალი ვარ და ადამიანიც მყვარებია. ვაღიარებ, რომ მისტერ პიტუა ვარ…
ესაა ჩემი კომენტარი, როგორც კოხორა იტყოდა.
http://opinion.ge/?p=4089ლიცემერი : ვეთანხმები ქალბატონ ელისოს , ოღონდ ნაწილობრივ (პოლიტიკურ ასპექტში); უფრო სწორედ, გულით ვეთანხმები, მაგრამ გონებით...
ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი შეიცვალა ( "რემონტდება ულტრათანამედროვე ევრორემონტით"

) , რის შემდეგაც ჩვენ დავადექით ჩვენთვის უჩვეულო გზას, სადაც ჩვენ, კომუნისტურ ეპოქაში ნაცხოვრებ ადამიანებს გვიჭირს შეგუება, რადგან ისევ ჯოგური ინსტინქტებით , კოლექტიური აზროვნებით, ცხოვრების მზა რეცეპტებით ვცხოვრობთ , ასეთი ცხოვრების წესი მყარად გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი
ო, ჩემო მიამიტო აზრებო
მოკლედ, რაში ეთანხმებით და რაში არ ეთანხმებით ქალბატონ ელისოს
This post has been edited by licemer on 22 Jul 2011, 08:28
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.