ჩვენმა სწორუპოვარმა პრეზიდენტმა დაჭრილ-გაცვეთილი არწივით დაწყებული, ფრიადოსანი მოწაფით გაგრძელებული და “დაუმთავრებელი სინგაპურით” დამთავრებული, საქართველო უკვე ყველა შესაძლო სიმბოლოს შეადარა. შესაბამისად, ბოლო გამოსვლებისას შედარებათა რაოდენობამ შესამჩნევად იკლო და სანამ სააკაშვილი ინვესტორებზე საუბრისას საქართველოს მეძავს შეადარებდეს, მისთვის უფრო თანამედროვე ვარიანტების შეთავაზება გადავწყვიტე:
http://doin.ge/?p=2833#more-2833მჩხაპნელი
ბოდიშს გიხდი!
მომეწონა და დავდე აქ
* * *
საქართველო “ნოტინგ–ჰილს” ჰგავს – გრანტის გარეშე წარმატების მიღწევა მასაც გაუჭირდებოდა;
საქართველო არტურ რემბოს ჰგავს – როდესაც ქვეყნის გარეთ ვინმე ახსენებს, ყველას მაშინვე ამერიკელი რემბო ახსენდება;
საქართველო შაგრენის ტყავს ჰგავს – რაც უფრო მეტი ახირება აქვს მის მფლობელს, მით უფრო პატარავდება;
საქართველო თავისუფლების ქანდაკებას ჰგავს – ვისაც ფული აქვს, ყველა “თავზე აჯდება”;
საქართველო “ემი”-თ დაჯილდოვების ცერემონიალს ჰგავს – აქაც ხშირად ახსენებენ “ემი, gracias!”;
საქართველო “და ვინჩის” ავტორ ბრაუნს ჰგავს – დენის გარეშე უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელია;
საქართველო საბავშვო ბაღს ჰგავს – თითქმის ყველას პრეზიდენტობა უნდა, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უკვე აღარავინ იცის;
საქართველო ლუი მეთექვსმეტეს ცხოვრებას ჰგავს – მმართველ ძალას თავი აქაც სახალხოდ მოეჭრა;
საქართველო პიზის კოშკს ჰგავს – ყველას ჰგონია, რომ წუთი წუთზე უნდა წაიქცეს, მაგრამ საუკუნეების მანძილზე მაინც ფეხზე დგას;
საქართველო ილფის და პეტროვის ერთ–ერთ ნაწარმოებს ჰგავს – სკამების ხელში ჩასაგდებად აქაც ყველაფერზე მიდიან;
საქართველო ჯაბა ქარსელაძეს ჰგავს – სამი–ოთხი კაცის გარდა, აქაც არავინ უსმენს;
საქართველო სფინქსს ჰგავს – საუკუნეების წინ ცხვირი რომ წაიტეხა, დღემდე ასეა დარჩენილი;
და ბოლოს, საქართველო ბენჟამენ ფრანკლინს ჰგავს – მრავალფეროვანი წარსული ჰქონდა, მაგრამ მსოფლიომ ყველაზე უკეთ მაინც ფულის საშუალებით გაიცნო…
პ.ს:
აბა შენ იცი, მიშა, ახლა. ნუ მარცხვენ ხოლმე, რა!
This post has been edited by forumeli64 on 23 Jul 2011, 11:57
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...