#26559784 · 21 Jul 2011, 05:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ხალხია რომელთა ეროვნული კონსოლიდაცია ისტორიულად აქ მიმდინარეობდა . ესენი არიან ქართველები და აფხაზები , ქართველების ერად ჩამოყალებების საკითხზე ბევრი რამ დაიწერა და დადგინდა , რაც შეეხება აფხაზებს მათი ეთნიკური კონსოლიდაციის საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი და აზრთა სხვადასხვაობაც აქ თვალსაჩინოა , ამის მაჩვენებელია ის გარემოებაც რომ ქართველი ისტორიკოსების ერთი ნაწილი ძველ აფხაზებს ქართველურ ტომად თვლის ხოლო დღევანდელ აფხაზებს ,, აფსუეებს ,, XVI - XVII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან ბარში ჩამოსული უცხო ( ადიღურ ) ტომებად თვლიან, ხოლო ქართველი ისტორიკოსების მეორე ნაწილს მიაჩნიათ რომ თანამედროვე აფხაზები , ჩვ . წ . აღ . I - II საუკუნეებში ბერძნულ - ლათინურ წყაროებში მოხსენიებულ აფსილ - აბაზგების პირდაპირ შთამომავლები არიან .
This post has been edited by mikiii on 21 Jul 2011, 05:06
--------------------
მირიანი
|