მოდით მეგობრებო ამ თემაში დავწეროთ რაც ჩვენ ვიცით და რაც კი ოდესმე დაუწერიათ და მიუძღვნიათ
საქართველოზე ჩვენ უცხოელ მეგობრებს

აქვე მოგაწვდით რამოდენიმეს!
დამასკოს აქებს ვით სამოთხეს ყურანის სურა
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია!
რიზკალაჰ ჰასუნი (არაბი პოეტი)პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი.
ქართველი ხალხი დიდი ერია! ხოლო რუსთაველი - ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტი
გუსტავ კირკი (გერმანელი მეცნიერი, ბუნებუსმეტყველი)ვერ წარმომიდგენია ადამიანი არ მოაჯადოვოს შენმა მომხიბვლავმა სილამაზემ, არ აღაფრთოვანოს შენი
შვილების ვაჟკაცობამ, გამბედაობამ გულგაშლილობამ, პატრიოტიზმა და გულის სიღრმიდან არ აღმოხდეს.
"იცოცხლე, იდღეგრძელე, თავისუფალო და მშვენიერო ქართულო მიწავ, შრომის, გონების და სილამაზის მხარევ
მამედ იბრაგიმოვი (აზერბაიჯანელი პოეტი)საქართველო - ოქროს საწმისის ქვეყანაა...
ძველი მითებისა და ლეგენდების ქვეყანა. მისი ზღვისპირეთი, დათოვლილი მთებით, სითბოთი და სიუხვით
ჭეშმარიტად მიწიერი სამოთხეა, უფლის კურთხეული უბანია დედამიწაზე
ჰანს შერფიგი (დანიელი მწერალი)ვემშვიდობები ჩემს ძვირფას ქართველ მეგობრებსრომელნიც მსოფლიოში ცნობილნი არიან ყველაზე თბილი
და კეთილი გულით, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე... თქვენ მოინადირეთ ამერიკელთა გულები
მარკ ზუვერი (ვაშინგტონის მუზეუმის დირექტორი)საქართველოს ისტორია ერთიანი, ამრტიროლოგიაა.
შექსპირს შეეძლო აქ ეპოვნა ფასდაუდებელი ტრაგიკული სიუჟეტების უშრეტი წყარო
ვასილ ველიჩკო (ცნობილი ჟურნალისტი და პოეტი)ძმაო, ქართველო, შენც იმ წმინდა ჯვარს აქანდაკებ
რეკენ ზარები, ბრწყინავს წმინდა ოცი კანდელი
ოცთა საფლავზე დილით ნათლის სვეტად აღანთებ
დაე, მათ სულებს მარად ედგათ ნინოს ნათელი
ფელიქს ბაღჩინიანი (სომეხი პოეტი)