გოგი გვახარია – აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდააშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს წერილი წაკითხული არ ჰქონდა და ციტატა კონტექსტის გაუთვალისწინებლად წაიკითხა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კინომცოდნე გოგი გვახარიამ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ისურვებდა, რომ პრეზიდენტმა ის წყარო დაასახელოს ხოლმე, საიდანაც ციტირებს.
"მას რომ ეთქვა აი, "ინტელექტუალი გვახარია წერს რადიო "თავისუფლების" ბლოგზე ამას და ამას", ჩემს ბლოგს ხომ ის ხალხიც წაიკითხავდა, ასეთი ყურადღებით რომ უსმენდა მას სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე. ჰოდა, ბლოგს რეიტინგი გაეზრდებოდა. ამის მერე აღარ იტყოდნენ "გვახარია არარეიტინგულიაო". დავიცვათ სავტორო უფლებები და დავასახელოთ ხოლმე წყარო. ისე, მაინტერესებს, პრეზიდენტები სასტუმროს გახსნის ცერემონიალებში რატომ მონაწილეობენ?", - განაცხადა გვახარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, "რედისონის" გახსნაზე სხვადასხვა სტატიებიდან ციტატები მოიყვანა, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.
პრეზიდენტის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში მოხვდა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" დაბეჭდილი, თამარ ამაშუკელის სტატია და ასევე, კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია.
"ერთი ინტელექტუალი წერს ამას წინათ – დასვენების დღეებში, რიყის პარკთან მანქანის გაჩერება საკმაოდ რთულია. პარასკევს საღამოს, მთელი ეს ტერიტორია, მეტეხის ხიდი, საფეხმავლო, მშვიდობის ხიდი, ახალი პარკი, აბანოთუბანი ხალხით იყო სავსე. ზუსტად ვერ გავიგე, რას აკეთებდნენ. ბავშვებიც მოიყვანეს. ეს ახალგაზრდები რაღამ მოიყვანა აქ? აქეთ-იქით დადიოდნენ, აი, ჩემი მშობლები რომ ამბობდნენ, რუსთაველზე ვსეირნობდითო, ისე. აბა სხვა რა უნდა გაეკეთებინათ მაშინ? არ მესმის, მართლა არ მესმის, რატომაა სასიამოვნო სეირნობა. არაფრით არ მესმის რა უხარია ამ ხალხს. ესენი ვერასოდეს ვერ გაიგებენ. დაცინვა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ამის ავტორი არ შემიძლია არ გავაშაყირო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-ar-hqonda.htmlთამარ ამაშუკელი – პრეზიდენტმა კრიტიკა არაკორექტული ფორმით გამოხატა
პრეზიდენტმა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" დაბეჭდილი ჩემი სტატიის მიმართ კრიტიკა არაკორექტული ფორმით გამოხატა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა განუცხადა.
მისი თქმით, არ მიაჩნია სწორად, როდესაც პრეზიდენტი მაღალი ტრიბუნიდან იყენებს ისეთ გამოთქმას, როგორიცაა "ვაი შენს პატრონს".
გარდა ამისა, მისივე თქმით, პრეზიდენტმა ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაიკითხა და სტატია სრულიად სხვაგვარად წარმოაჩინა.
"სტატიის აზრი ის იყო, რომ ჩვენი ბათუმი და სიღნაღი ნიცასაც და მონტე-კარლოსაც მირჩევნია. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენი არქიტექტურულ-ურბანული ქალაქების რაღაცად ქცევას, ამას ვეძეხი მე კიჩს – როდესაც შენ არ გაკმაყოფილებს შენი და ცდილობ, სხვას მიამსგავსო", - განაცხადა ამაშუკელმა.
მისივე თქმით, საქართველოში ტურისტი სწორედ რაღაც განსხვავებულისა და ეგზოტიკურისა და არა პარიზის სანახავად ჩამოდის. ამაშუკელი ამბობს, რომ სტატიის რეალური არსი ეს იყო და პრეზიდენტმა ის სრულიად სხვა კუთხით წარმოაჩინა.
"ამ სტატიის ავტორი თურმე ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს და რუსეთის მონად გამომიყვანა, რომელსაც არაფერი მოსწონს. პირიქით, მე მომწონს ჩემი ქალაქი და მინდა ჩემი XIX საუკუნის თბილისი იყოს XIX საუკუნის თბილისი და არა ბლოკით აშენებული პარიზს მიმსგავსებული თბილისი. მე მომწონს ჩემი კულტურული მემკვიდრეობა და ვიცავ მას. ის კი ცდილობს, ამ კულტურული მემკვიდრეობის სხვისთვის მიმსგავსებას, რადგან ეს არ აკმაყოფილებს", - აღნიშნა ამაშუკელმა.
"ინტერპრესნიუსი" ჟურნალის მთავარ რედაქტორ ნინო ლომაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ მისთვის ნებისმიერი სახის კრიტიკა მტკივნეულია.
"ვფიქრობ, ყოველთვის საინტერესოა განსხვავებული აზრის მოსმენა ისე, რომ არ გაბრაზდე და არ გაცხარდე. ესეც კრიტიკის კულტურის მანიშნებელია – რამდენად ვიღებთ განსხვავებულ აზრს მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს დილეტანტის დაწერილი არ არის", - აღნიშნა ლომაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში, "რედისონის" გახსნაზე, ქართველი ციტატებიი მოიყვანა სხვადასხვა სტატიებიდან, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოში მიმდინარე მშენებლობები, მათ შორის აღმაშენებელზე და რიყეზე.
პრეზიდენტის მიერ გაკრიტიკებულთა ნუსხაში მოხვდა ჟურნალ "ცხელ შოკოლადში" დაბეჭდილი, თამარ ამაშუკელის სტატია.
"ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს, ვის რად უნდა შენი კიჩი, არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე. ამაზე ერთადერთი პასუხია – ვაი შენს პატრონს. მე არ ვსაუბრობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული, ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს "რედისონი" და "შერატონი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-gamokhata.htmlასე იცის ლატენტურმა მიშიმაკაკიზმმა