ზაფხულის არდადეგების დადგომის შემდეგ დაიწყო მასწავლებელთა მასობრივი, სტიქიური გათავისუფლება სამსახურეობრივი მოვალეობიდან. დათხოვნილი არიან მაღალი კვალიფიკაციის და სტაჟის მქონე მასწავლებლები,შერჩევის კრიტერიუმი აქაც განუკითხაობისთვის დამახასიათებელია ანუ:რჩება ის ვინც პარტიულად აქტიურია ან ვისაც "პატრონი" ჰყავს ,დირექტორის მხრიდან წამოსული ცინიკური დამოკიდებულება და აგდებული ტონით საუბარი.
საჯარო სკოლის დირექტორი რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის.პირდაპირ აღმოჩნდა სასჯელაღმსრულებელი დაწესებულებიდან სკოლაში დირექტორად
ზაფხულის ხელფასის გარეშე დარჩენილი განთავისუფლებულ მასწავლებელთა რაოდენობამ მიაღწია 50-ს,შემცირების მიზეზები არაა მითითებული ბრძანებაში,სამწუხაროდ ამ შემცირებების შემდგომ სკოლაში პროფესიონალიზმის დონემ საგრძნობლად დაიკლო თუკი გავითვალსიწინებთ(მოვლენა არ ემსახურებოდა სკოლაში პროფესიონალიზმის დონის ზრდას "გამოხშირვის"მეთოდით) დატოვებულ და გაშვებულ მასწავლებელთა კვალიფიკაციას.
მსგავსი განუკითხაობა მიმდინარეობს თითქმის ყველა საჯარო სკოლაში.
კონკრეტულად თემა იხსნება 173-ე(ყოფილი 208) სკოლაში მომხდარ ფაქტებზე.
P.S როგორც ბელადმა ბრძანა სიღარიბის მიზეზი ხალხშია
მიმაგრებული სურათი