"ქრისტიან-დემოკრატები" დედაქალაქის მერს გიგი უგულავას სამარშრუტო ტაქსების ტარიფთან დაკავშირებით კონსულტაციებს სთავაზობენ.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გაბუნიამ დღეს საკრებულოში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზაზა გაბუნიას თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" ქალაქის მერს სთავაზობენ სამმხრივ კონსულტაციებს "ქრისტიან-დემოკრატების", მერიისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალზე შეჯერდნენ - ეს იქნება ტენდერის თავიდან ჩატარება თუ პირდაპირი გზით ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნება.
ზაზა გაბუნიას თქმით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სოლიდარობის უცხადებს მოქალაქეთა მიერ გუშინ და დღეს ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს.
გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ გიგი უგულავასგან გასული წლის ნოემბერში მიიღეს პირობა, რომ მომსახურების ტარიფი სამარშრუტო ტაქსებზე არ გაიზრდებოდა, თუმცა მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შემდეგ ბაზარზე შემოსულმა მონოპოლისტურმა კომპანიამ თვითნებურად და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, გააძვირა მგზავრობა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ქალაქის მერიას ეკისრება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...thavazoben.htmlზაზა გაბუნიას თქმით, თუკი მერიამ არ იცის რომ ერთი "გამარჯვებული" კომპანიის გარდა არსებობენ სხვებიც რომელთაც ამ ბიზნესში ინვესტირების სურვილი აქვთ, ჩვენ ვიცნობთ და მზად ვართ მერსაც გავაცნოთო.
http://medianews.ge/index.php/ka/content/81357/პ.ს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რადგან უკონკურენტო გარემო არის სწორედ ფასების ზრდის მიზეზი.
This post has been edited by napo on 25 Jul 2011, 17:36