თბილისში ბაიკერი სანჩო პანსა და დონ კიხოტი გამოჩდნენ
13:04 05-08-2011
ფოტო
თბილისის ქუჩებში ორი ბაიკერი გამოჩნდა, რომლებიც დონ კიხოტისა და სანჩო პანსას ტანსაცმელში არიან გამოწყობილი. ბაიკერები ქალაქს ათვალიერებენ და გამვლელებს ესპანურ ენაზე ესაუბრებიან.
"ინტერპრესნიუსის" გადამღებმა ჯგუფმა პირველად ისინი რუსთაველზე შეამჩინა და შეეცადა მათთან გასაუბრებას.
ბაიკერებმა ჟურნალისტებს ძლივს გააგებინეს, რომ ეძებენ დულსინეას, ქარის წისქვილებს და თბილისში ორი დღით დარჩებიან.
მოქალაქეები მათთან ერთად ფოტოებს იღებდნენ, ცდილობდნენ გამოლაპარაკებას, ერთ-ერთმა ისიც ურჩია, თუ დულსინეას ეძებდნენ, საღამოს რიყესა და შარდენზე გასულიყვნენ და ქაღალდზეც დაუხატა, როგორ მისულიყვნენ ამ ადგილებამდე.
ბოლოს ბაიკერები თბილისის საკრებულოსთან შენიშნეს, საკრებულოშიც კი შევიდნენ და იქ გაირკვა, რომ მართლაც, დღეს საღამოს კვლავ გააგრძელებენ თბილისის ქუჩებში დულისნეასა და ქარის წისქვილების ძებნას; ამიტომ ბაიკერები საღამოს რიყესა და შარდენის ქუჩაზე აპირებენ გასეირნებას.
"ინტერპრესნიუსი" შეეცდება, მათ შესახებ კვლავაც მოგაწოდოთ ინფორმაცია.
ესენი ვინ არიან?