#26634733 · 26 Jul 2011, 11:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წეღან წიგნს ვკითხულობდი, დავიღალე და გადავდე, საწოლზე მივწექი და ჩამთვლიმა. ჩამეძინა და ყურში რაღაც სასიამოვნო ხმა ჩამესმა, რომელიც დილით გავიგონე და აღარ მახსოვს როგორ ჟღერდა. მაშინვე გამოვედი ბურანიდან, ოღონდ თვალები არ გამიხელია, თან ბოლომდე არც გამოვფხიზლებულვარ. ამ დროს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და უცნობმა ხმამაც იმატა. შემდეგ ისევ მივაშურე ძილს და ასე განმეორდა სამჯერ, სანამ დაწყევლილი კატა ფეხზე არ დამახტა. რომ გამოვიღვიძე ლამის ორგაზმი განვიცადე. ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. შემდეგ დავუფიქრდი და, ალბათ, გადაბმული ასტრალები იყო.
შეიძლება ასე მოხდეს? ეს მართლა ის იყო რაც მგონია, თუ მხოლოდ ძილ-ბურანშია საქმე?
|