#26630833 · 26 Jul 2011, 00:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
26 ივლისს,თბილისში, 20 საათზე, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი ავსტრიის ჩემპიონს შეხვდება, სამწუხაროა, რომ ზესტაფონელებს არ აქვთ თავიანთ სტადიონზე თამაშის უფლება, სადაც მიჩვეულნი არიან ბურთის გორებას სავსე ტრიბუნების წინაშე. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მხურვალე ქომაგობით და გვერდში დგომით სულაც არ ვაგრძნობინოთ ეს ყოველივე. ამისთვის კი, ეროვნული სტადიონის გავსებაა საჭირო, რასაც, დამეთანხმებით, ნამდვილად იმსახურებს “ზესტაფონი”. 26-ში თითოეული ჭეშმარიტი ქართველის ვალია ზესტაფონური გუნდის მხარდაჭერა. ჩვენც, ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენაში. ჩვენი მხურვალე მხარდაჭერით ერთგვარი სტიმული მივცეთ ზესტაფონელ ფეხბურთელებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიღებენ საკუთარი ქომაგის გასახარად.
ზესტაფონის მეტოქე ავსტრიის ჩემპიონი შტურმი იქნება, რომელიც ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. ამ გამარჯვების შემთხვევაში ზესტაფონს უკვე მხოლოდ 1 ნაბიჯი დააშორებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ხოლო თუ მომავალ მეტოქეს ბარიერს ვერ გადალახავს ევროპილის ლიგის ( უეფას თასი ) ჯგუფური ეტაპი გარანტირებული ექნება.
კლუბის ხელმძღვანელობა და რაიონის ადმინისტრაცია ზესტაფონიდან მოახდენს გულშემატკივრების ჩამოყვანას 2 - 3 სთ-ზე რამდენიმე ათეული ავტობუსი გამოემგზავრება დედაქალაქის მიმართულებით . ასევე დასავლეთ საქართველოს ქალაქებიდან უერთდებიან ამ შეხვედრას გულშემატკივრები . ქუთაისიდან, სამტრედიიდან, გორიდან და ა.შ. ზესტაფონს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება ამიტომ გთხოვთ მივიდეთ სტადიონზე და გვერდში დავუდგეთ საქართველოს სახელის დამცველ გუნდს...
ბილეთის ფასი 5 GEL დასაწყისი 20:00
--------------------
ვინც ილხენს ახლა, _ უფრო ცოდოა, _ ვიდრე ის ბევრი, _ ახლა ვინც ტირის... ამგვარში, _ დღეს რომ საქართველოა, _ არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!
http://www.facebook.com/qartulisportisqomagebi
|