#27452136 · 19 Sep 2011, 20:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების მშენებლობა რომ ძალიან საჭირბოროტო საქმეა ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. 32 წელია ფინეთში ვცხოვრობ, არქიტექტორი გახლავართ და მრავალი პროექტი მაქვს შესრულებული. ასეთი ობიექტის აშენება ფინეთის მშენებლობის ნორმებში ჩადებული. თუ შენობის საერთო ფართი გადაცდა განსაზღვრულ მინიმუმს, მაშინ არქიტექტორი იძულებულია ამ შენობის სარდაფის სართულზე შესაბამისი ნორმების დაცვის ბომბდამცავი ფართი დააპროექტოს და ააშენოს. მასიური კედლებით, მასიური ჯავშნიანი კარებით, შესაბამისი განიავებით და სათადარიგო საევაკუაციო არხით, რომლის ამოსასვლელ ჭა, შენობის აფეთქების შემთხვევში ნანგრევებში არ უნდა მოჰყვეს. მოკლედ, მშენებლობის სახელმწიფო ნორმები უნდა არსებობდეს, სადაც ასეთი რამეები ნორმატირებული უნდა იყოს. ნებისმიერ საცხოვრებელ შენობაშია აქ ასეთი ბომბდამცავები. მშვიდობიანობის დროს ძირითადად მსუბუქად, ბადით გადატიხრული მცხოვრეთა საწყობებია, ან კიდევ რაიმე ხელგარჯილობის და ჰობის წრეებია, თვით მაცხოვრებლების მიერ გაკეთებული, ზოგჯერ მაგიდის ჩოგბურთის მაგიდებიც იდგმება.
|