ვახო მაისაიას ვიცნობ დიდი ხანია, და ვიცოდი, რომ იყო ძლიერი, არაორდინალური და მართლა განათლებული ადამიანი, მაგრამ ასეთ კერკეტი და პრინციპულიც რომ იქნებოდა, ამაზე ღირს დავფიქრდეთ მეც და თქვენც!!!
" რაც მთავარია, ჩემი კოლეგების ჯაშუშობა კონტდაზვერვის ზღაპრები იყო და გამოძიებასთან ჩემი თანამშრომლობა ნიშნავდა ჩემი ჩვენების საფუძველზე უდანაშაულო ხალხის დაჭრას.
ეს ისეთი სიბინძურეა, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაგიჯდეს, არ უნდა იკადრო. ზეწოლა ძალიან დიდი იყო, მაგრამ მე სასამართლოზე არ ვაღიარე ის, რაც არ ჩამიდენია. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ არასდროს მიღიარებია "ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ". თუ ყურადღებით მოისმენთ ჩემს სატელევიზიო ეგრეთწოდებულ "აღიარებით ჩვენებას", იქ მე ვამბობ, რომ სლოვაკეთის დაზვერვას ვაწვდიდი ვითომ ოპერატიულ მასალებს, რაც ნიშნავდა, რომ მე ვიყავი ჩვენი მოკავშირე ქვეყნის "ჯაშუში"."
"ჩვენი, უკვე დასჯილი პოლიტპატიმრების თხოვნაა, ნუ დაგვივიწყებს საზოგადოება და მოგვცენ იმის რწმენა, რომ მარტონი არ ვართ. ამ შემთხვევაში ჩვენი შეუპოვრობა უფრო ძლიერი იქნება.
-წლების უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას და როგორ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
- ციხეში ბევრი დრო მაქვს, ამაზე რომ დავფიქრდე. არ ვიქნები მკითხველთან და საკუთარ თავთან მართალი, თუ არ გეტყვით, რომ ხშირად მიფიქრია იმაზე, რომელი სიტუაცია უფრო რთულია - იყო ქარის წისქვილებთან მებრძოლი რაინდი, თუ იყო ციხის გარეთ - თავისუფალი. თუმცა, თავისუფლება სრულიად არ ნიშნავს საპყრობილის გარეთ ცხოვრებას. შეიძლება, ციხეში იჯდე და იყო თავისუფალი, ისევე, როგორც, გარეთ დასეირნობდე და უპრინციპობა არ გაძლევდეს თავისუფლად ცხოვრების საშუალებას."
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=4102&Itemid=1
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ