
ტურის ხანგრძლივობა : 2 დღე
1 დღე: თბილისი - ჯუთა - „ზეთა“ კემპინგი
გასვლა თბილისიდან დილით 09:00.
მივუახლოვდებით ანანურის ციხე სიმაგრეს, მცირე ხნით შევჩერდებით და დავათვალიერებთ.ავუყვებით თრუსოს ხეობას, სადაც საქართველოში ერთ-ერთ გასაოცარ ტრავერტინების მინდორს მოვინახულებთ (ფოტოსტოპი). გავაგრძელებთ გზას და მივადგებიტ სოფელ ჯუთას. 15 წუთიანი ფეხით გასეირნების შემდეგ მივადგებით ჭაუხების ძირას მყოფ კემპინგ „ზეთას“ (2300 მ.) აქვე დავისვენებთ და დავბანაკდებით.ეგზოტიკური გარემო, გემრიელი და ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კერძები ბუნებაში თქვენს დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს გახდის!
2 დღე: ჯუთა - სნო- სტეფანწმინდა - გერგეტი - გერგეტის სამება- მჟავე წყლები-სიონი- ფასანაური- თბილისი
დილით საუზმის შემდეგ ტრანსპორტით გავემართებით გერგეტის სამებისაკენ. გზად, ჯუთადან დაახლოებით 15 კმ_ში, ვეწვევით უწმინდესისა და უნეტარესის , სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მშობლიურ სოფელს სნოს. ფოტოსტოპი სნოს ციხესთან. გზას ვაგრძელებთ სტეფანწმინდის გავლით სოფელ გერგეტისაკენ, საიდანაც საფეხმავლო გზით ავუყვებით ღრუბლებში ჩაკარგული გერგეტის სამების აღმართს. მოლოცვისა და სასიამოვნო ფოტოსტოპის შემდეგ . გავუყვებით გზას თბილისისაკენ. სოფელ გერგეტიდან გავუყვებით სოფელ არშასკენ. გზად შეგვხვდება მჟავე წყლები, დავისვენებთ, გავგრილდებით და სურვილისამებრ დავლევთ მჟავე წყლებს. არშის ხიდით გადავალთ სოფელ სიონში სადაც მოვილოცავთ სიონის ეკლესიას და მოვინახულებთ სიონის კოშკს. ფოტოსტოპისა და დასვენების შემდეგ ვეწვევით ფასანაურს ხინკლისა და სხვა უგემრიელესი ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად. საღამოს დაბრუნება თბილისში.
ფასი: 150 GEL
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, კემპინგი, 4-ჯერადი კვება
მსურველები დაგვიკავშირდით :
skype: goldengeorgia3
Mob:( +995 592) 44 22 49
Tel:( +995 32) 2946-126