#26649773 · 27 Jul 2011, 11:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
6 - 7 აგვისტო საფეხმავლო - სათავგადასავლო ტური თუშეთში: 2 დღე
1 დღე: თბილისი - თუშეთი - (ომალო - შენაქო - დიკლო) ( 280კმ)
ტური დაიწყება დილის 09:00 ზე.
კომპანია გოლდენ ჯორჯია გთავაზობთ სათავგადასავლო, საფეხმავლო ტურს თუშეთში, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაგამახსოვრდებათ. საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ
ტური დაიწყება თუშეთის მიმართულებით, თავდაპირველად მოვინახულებთ ალავერდის სამონასტრო კომპლექსს კახეთში, საიდაც გადაადგილდებით მანქანით ომალოში, გზაში გელით ფანტასტიური სანახაობა, თუშური კოშკების მონახულება, მრავალფეროვანი ბუნება და ლანდშაფტები, ვჩერდებით შენაქოს საოჯახო სასტუმროში, ვსადილობთ და ვაგრძელებთ უკვე საცხენოსნო (ან საფეხმავლო), სათავგადასავლო ტურს დიკლოს მიმართულებით. (3 კმ), შემდეგ ვბრუნდებით შენაქოში.
დასვენება და ვახშამი შენაქოს საოჯახო სასტუმროში.
2 დღე: შენაქო - ომალო - დართლო - თბილისი ( 300კმ )
XV საუკუნების ნამოსახლარი - შენაქო ერთადერთი სოფელია თუშეთში სადაც საცხოვრებელ სამეურნეო სეზონურ მონაცვლეობას ჯერ კიდევ მისდევენ. შენაქოდან გადავდივართ ომალოს გავლით დართლოში, (ომალოში ვჩერდებით ვსადილობთ), გზადაგზა ვათვალიერებთ თუშურ კოშკებს და ვეცნობით მრავალფეროვან ბუნებას. შემდეგ ვბრუნდებით თბილისში.
5 ან 10 კაციანი ჯგუფის შემტხვევაში ფასი : 1 კაცი 260 GEL
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გიდი, 4 ჯერადი კვება, განთავსება საოჯახო სასტუმროში.
მსურველები დაგვიკავშირდით :
skype: goldengeorgia3
Mob:( +995 592) 44 22 49
Tel:( +995 32) 2 946-126
|