იუზერების ნაწილმა შეკითხვაზე: „უნდა შეწყდეს თუ არა ეს შეურაცხყოფა?“
უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში, ეს დაუშვებელია“ (ამ წუთისთვის 32-მა, ანუ 36%-მა)
რახან იუზერების 36% ითხოვს რომ ქრისტიანების შეურაწყოფა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მისი შეჩერება დაუშვებელია, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები დავეხმარო ინტერნეტ_კონტრაბანდას, რადგან ის ჩემი აზრით, ძალიან ცუდად აკეთებს საქმეს ... ეს უცოდინარობით მოსდის, თორემ აი ნახეთ რეები წერია ბიბლიაში ...დავწერ შეულამაზებლად და კონტრაბანდას სტილში ... მას აშე! მივყვეთ თავიდან, ანუ მათე ...
: იესო იყო მშიშარა :„გაიგო იესომ, რომ იოანე დაპატიმრებულია და წავიდა გალილეას“ (მათ 4:12). შეეშინდა მეც არ დამიჭირონო და დაიმალა. ეგ იმის ბრალი იყო, რომ მამამისიც მშიშარა იყო (მათე. 4:22).
მშიშარა იყო იესო!!!
: ნეტარები ხართ როცა დაგაჩმორებენო :„ნეტარნი ხართ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ბოროტს იტყვიან თქვენზე“ (მათე. 5:11)
როგორ შეიძლება გალანძღო, განდევნო, სცემო ვიღაცა და ის ამ დროს ნეტარებდეს?
აბსურდებს ასწავლიდა იესო!!!
: დებილებად მიაჩნდა ხალხი :აი რეებს ასწავლიდა: „სანთელს როცა ანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე და ყველას უნათებს სახლში“ (მათე. 4:15)
ხალხს დებილებად თვლიდა იესო!!!
: სიტყვა სულელოს თქმისთვის ჯოჯოხეთშიო!! :„მე გეუბნებით თქვენ .. რომელიც ეტყვის სულელო, ცეცხლის გეენის თანამდები იქნება“ (მათე. 5:22)
ვინმეს თუ სულელს ეტყვი, ჯოჯოხეთი არ აგცდება ...
ეკაიფებოდა ხალხს იესო!!!
: თვალების დათხრაზე :„თუ გაცდუნებს შენი მარჯვება თვალი, ამოითხარე და გადააგდე!“ (მათე. 5:29)
თვალების დათხრას ასწავლიდა ხალხს იესო!!!
: ტახტი, ცა და ფეხები :„ცა .. ღმერთის ტახტია იგი .. დედამიწა ... ფერხთა სადგამია მისი“ (მათ. 5:34)
იესო ვერ ერკვეოდა მეცნიერებაში და ამიტომ ეგონა რომ ღმერთის ტახტი დგას ცაზე, ხოლო მისი ფეხები ებჯინება დედამიწას!
ანტიმეცნიერი იყო იესო!!!
: მსოფლიოში ყველაზე დიდი პაციფისტი იყო იესო :„წინ ნუ აღუდგები ბოროტს .. მეორე ლოყაც მიუშვირე“ (მათ. 5:39)
ყველანაირ ძალადობას და ზოგადად სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგებოდა იესო!!!
არადა თვითონ კარგად სცემდა სახრით ვაჭრებს ... (შენიშვნა: არადა არსად ასეთი რამ არ წერია, უბრალოდ მასას ასე ჰგონია)
: მსოფლიოში ყველაზე დიდი მეომარი იყო იესო :„დედამიწაზე, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი!“ (მათ. 10:34)
კაცთა კვლას და შეიარაღებას ქადაგებდ იესო!!!
: ოჯახებზე :„მოვედი რათა გავყო კაცი მამისგან, ასული დედისგან, რძალი დედამთილისგან ... კაცის მტრები მისი შინაურები იქნებიან“ (მათ. 10:35-36)
ოჯახების დანგრევისკენ მოუწოდებს იესო!!!
: ტიტვლებმა იარეთო :„ნუ ზრუნავთ ... თუ რით შეიმოსოთ. სამოსალეზე რაღას ზრუნავთ?“ (მათე. 6:25,28)
ნუდიზმს ქადაგებდა იესო!!!
: გადარჩენილები მაინც ჯოჯოხეთსი მოხვდებიანო :„სასუფევლის ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათე. 8:12)
საკუთარ მორწმუნეებს მაინც დახოცავს იესო!!!
: იესომ თვითმკველეობისკენ მოუწოდა ხალხს : „თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, იესომ უბრძანა გაღმა გასულიყვნენ“ (მათ. 8:18)
მათემ ძალიან ცბიერად შეცვალა სიტყვები და ტერმინი „გაღმა გასვლა“ იხმარა!! არადა იესომ პირდაპირ უთხრა მათ, თავი მოიკალით და სასუფეველში მოხვდებითო!
საძაგელი კაცი იყო მათე!!! ხალხს ხოცავდა იესო!!!
: ბომჟობა :„მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს ბუდეები, კაცის ძეს კი არ გაჩნია, სად მიიდრიკოს თავი“ (მათ. 8:20)
ბომჟი და უსახლკარო იყო იესო!!!
: დასაფლავებაზე და მკვდრებზე :„უფალო, ნება მომეცი მამაჩემი დავმარხო. შენ მე გამომყევი და მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ“ (მათ. 8:21,22)
1). საკუთარ შვილს არ დაამარხვინა მამა! ეგდოს ისე, აყროლდეს გვამიო ...
2). მამაშენი ხომ მკვდარია, მაგრამ ვინც მას დამრხავს ისიც მკვდარიაო ... ანუ ცოცხალ ადამიანებზე თქვა მკვდრებიო ...
სადისტი, მკვდართმოძულე და უცნაური კაცი იყო იესო!!!
: ეკონომიკაზე :„უთხრა წადით! ... და მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიხრჩო“ (მათ. 8:32)
აწყობილ ბიზნესებს ანგრევდა იესო!!! კერძო საკუთრებას არ სცემა პატივს იესო!!! ხალხი მშიერი დატოვა იესომ!!! (მათ. 8:34)
: იესო ლოთობდა შავი გაგების ხალხთან და მეძავებთან ერთად :„ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად“ (მათ. 9:11)
ასეთ კრებეზე მას ხანდახან ზეთს ასხამდნენ თავზე და ფეხებს თმებით უმშრალებდნენ!
ცუდ ხალხში ტრიალებდა იესო!!!
: გველები და მოწაფეები :„იყავით გონიერნი როგორც გველნი“ (მათ. 10:16)
გველებივით იყავითო, ანუ დემონებს ადარებდა მოწაფეებს იესო!!!
ხომ წერია ესენი ბიბლიაში? არმორ!!! შენ გეუბნები, წერია თუ არა?????????????
--------------------------------------------------------------------
მათეს მე-12 თავამდე მოვედი ... დავიღალე ... და მემგონი საკმარისია ...თორემ კიდევ დიდხანს შემიძლია გაგრძელება ...
ზოგიერთი ვერ მოხვდება რატომ გავხსენი ეს თემა, მაგრამ ვინც მიხვდება, სწორედ მათთვისაა ...