რა არის Divine? Divine არის სერიალი სმარტფონის თაობისთვის. გრაფიკული რომანებისა და მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმების საუკეთესო ტრადიციები, ზებუნებრიული ინტრიგა და სპეცეფექტები ვებ-სივრცისთვის ახალ და საინტერესო პროდუქტს ქმნის. სერიალი ცვლის ონლაინ სფეროს საზღვრებს და გიყვებათ ისტორიას, რომელიც შეგიძლიათ მცირე ზომის სერიებად ყოველგვარი თანმიმდევრობის გარეშე ნახოთ, მაგრამ ამასთანავე ყოველი სერია პერსონაჟთან და სიუჟეტთან დაკავშირებულ ახალ საიდუმლოს ხდის ფარდას.
რის შესახებ გვიყვება სერიალი? რწმენაშერყეული ახალგაზრდა მღვდლის სამყარო თავდაყირა დგება, როცა ის უკვდავი არსების "ღვთიურის" (Divine) აღდგომას შეესწრება. მას შემდეგ რაც "ღვთიური" თავშესაფარს ტაძარში ჰპოვებს, ის ცდილობს დაბნეულ სულებს დაანახოს, რომ მათ თვითონ შუძლიათ შექმნან საკუთარი ბედისწერა, აირჩიონ კეთილსა და ბოროტს შორის. მოძღვრისა და "ღვთიურის" მეგობრის დახმარებით მამაო ახლა თავად უნდა გაუმკლავდეს საკუთარ დემონებსა და ბნელ ძალებს, რომლების "ღვთიურს" უპირისპირდებიან.
სერიალზე მუშაობს Maple Blood Productions - რეჟისორების, პროდიუსერების, სცენარისტების, მსახიობებისა და დუბლიორების ჯგუფი ვანკუვერიდან, რომელთა დიდი ნაწილი მუშაობდა სერიალზე "ზებუნებრივი - Supernatural." თანაპროდიუსერი და ერთ-ერთი როლის შემსრულებელია "ზებუნებრივის" ვარსკვლავი მიშა კოლინსი. სერიალის შექმნაზე იმუშავა ასევე "ზებუნებრივის" შემქმნელმა - ერიკ კრიპკემ

სერიალი თავიდან ბოლომდე ფინანსდება შემოქმედებითი ჯგუფისა და ონლაინ დონაციებით. მიმდინარეობს პირველი სეზონის გადაღება, იგეგმება (და შესაბამისად თანხაც არის) მეორე და მესამე სეზონი.
ახალი ეპიზოდები და სერიალთან დაკავშირებული ვიდეოები დაიდება ყოველ კვირა, ოფიციალურ საიტზე:
http://www.divinetheseries.com/უკვე შეგიძლიათ ნახოთ სერიალის პირველი ეპიზოდი, რომელიც 28 აგვისტოს გამოვიდა.
კასტი რეჟისორი: ივან ჰეიდენი
მიშა კოლინსი - მამა კრისტოფერი

ბენ ჰოლინგსვორტი - მამა ენდრიუ

დენ პეინი - "ღვთიური" (Divine)

ჩესტი ბალესტეროსი - ჯინი

ალენ სოკინსი - დიაკონი ჯიმი

სხვა მსახიობებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე იხილოთ.
This post has been edited by Silencio on 29 Aug 2011, 13:17