#32428610 · 5 Aug 2012, 10:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს მთიანი რეგიონების მცხოვრებნი გთხოვთ დახმარებას სოფლის მეურნეობის მავნებლის - ძილგუდას (ლათ. Glis glis) წინააღმდეგ ბრძოლაში.
ეს მავნებელი სპობს და ანადგურებს მთიანეთის ისედაც მწირი მოსავლის უმეტეს ნაწილს: კაკალს, თხილს, მსხალს, ვაშლს, ყურძენს, სიმინდს და ყველანაირ ქლიავისა თუ კენკრის სახეობას. როგორც წესი, ნაყოფს მთლიანად არ ჭამს, აზიანებს მის მცირედ ნაწილს, რომელიც 1-2 დღეში ერთიანად ლპება.
გამოირჩევა უაღრესად დიდი სიფრთხილით, საკვებად გამოდის ღამის საათებში, საკვების აღმოჩენის შემთხვევაში წრიპინით იზიდავს თავის თანატომელებს. ბინადრობს ფუღუროებსა და სახლების სხვენებში - ჩაფენილ ხმელ ხავსში ჩაფლული ატარებს მთელ ზამთარს. მრავლდება ადრიან გაზაფხულზე და აგრეთვე 2-ჯერ ზაფხულის განმავლობაშიც. მისი დანახვა წარმოადგენს დიდ სიძნელეს: საფრთხის შემთხვევაში ინაბება და ეკვრის ხის ტოტს, რომელთანაც ფერით საკმაოდაა შეხამებული.
ვცადეთ ხაფანგების დაგებაც, შხამიც, სხვადასხვა მახეებიც - სამწუხაროდ დღემდე უშედეგოდ. თოფის სასროლადაც ვერ მიუდგება კაცი ვერანაირად. ერთია, რომ ვერ დაინახავ, და მეორეც - რომც დაინახო, ღამის საათებში თოფის სროლას რაც მოყვება ყველას მოგეხსენებათ.
გთხოვთ, თუ მოგეპოვებათ რაიმე ცნობები ამ მავნებელთან ბრძოლის ხერხებზე (ვსაუბრობ სრულიად სერიოზულად), გაგვიზიაროთ.
უღრმესი მადლობა წინასწარ!
|