#26598102 · 23 Jul 2011, 19:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს შეკითხვა ძირითადად ეხება ტელეფონებს და ტაბლეტებს.
მაინტერესებს არსებობს თუ არა ისეთი კლავიატურის განლაგება რომელიც 33 ასოს ატევს ერთ ეკრანზე.
პოპულარული ფონეტიკური განლაგება ფიზიკურად შეზღუდულია 26 ლათინური ღილაკით, ამიტომ ათავსებს 7 ასოს (ჭღთშჟძჩ) ალტერნატიურ პოზიციებზე. რაც ითხოვს მათი აკრეფის დროს ან დამატებითი SHIFT კლავიშის დაჭერას, ან კიდევ ხანრძლივ დაჭერას დაყოვნებით. ყველა ვარიანში კრეფა ბორძიკდება, და ეს დაყოვნების პრობლემა გაცილებით უარესია როცა ერთი თითით არის ტექსტი შესაყვანი.
პრინციპში ვირტუალური კლავიატურა არ უნდა იყოს შეზღუდული ფიზიკური კლავიატურის წარმოების სტანდარტებით, და შესაძლებელია რაიმეს მოხერხება. მაგრამ ისიც კარგი იქნება თუ ფიზიკური კლავიატურის მსგავსება შენარჩუნდება, რომ მომხმარაბლებმა თავი არ იგრძნონ უხერხულად. მაგალითად:
ქ წ ჭ ე რ ღ ტ თ ყ უ ი ო პ ა ს შ დ ფ გ ჰ ჯ ჟ კ ლ ზ ძ ხ ც ჩ ვ ბ ნ მ
|