მოკლე ექსკურსი:
2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.
სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასა მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ "ჭარბი" ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.
რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში. 2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%....83.A2.E1.83.982009 წლის მერე დღემდე ამ 2 წელიწადში კიდე უარესი ჩეპეები დატრიალდა.
გაგრძელება როგორი იქნბა? ჩანს ის რასაც შეეძლება შეცვალოს პოლიტიკური ამინდი საქართველოში? ანუ გამოჩნდებიან ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის ჩამნაცვლებლები?