Windows 2008 R2 SP1 Server-ზე გამუდმებით მაქვს ასეთი პრობლემა:
პერიოდულად მომხმარებლები ვეღარ ბეჭდავენ იმის გამო, რომ გადამისამართებული პრინტერები პრინტერები ქრება. ერთ მომხმარებელთან გაჭედვისას, პრინტერები ქრება ყველა დანარჩენთანაც - შესაბამისად ვერავინ ვეღარ ბეჭდავს. შველის მხოლოდ Print Spooler-ის დარესტარტება, რის შემდეგაც მომხმარებელი, რომელსაც უნდა დაბეჭდვა, უნდა დალოგოფდეს და თავიდან შევიდეს.
ძირითადი სქემა ასეთია:
* Windows 2008 R2 SP1 Server, x64, უახლესი აფდეითებით
* მომხმარებლები კონექტდებიან ტერმინალ სერვისით, შიდა ქსელიდან (ლოკალურად ან VPN-ით), ზოგზე გარედან
* დაკონექტებისას ხდება მხოლოდ default პრინტერის გადასამისამართდება
* სერვერზე დაყენებულია შესაბამისი პრინტერების ოფიციალური დრაივერების უკანასნკელი ვერსიები (ყველა პრინტერი არის HP ან Canon)
* Easy Print-ზე fallback ხდება მხოლოდ პრინტერის შესაბამისი დრაივერის არ არსებობის შემთხვევაში
პრინტერების "გაჭედვისას" event viewer-ში ასეთი შეცდომებია:
Event ID: 7011, Level: Error
A timeout (30000 milliseconds) was reached while waiting for a transaction response from the UmRdpService service.
Event ID: 7011, Level: Error
A timeout (30000 milliseconds) was reached while waiting for a transaction response from the UxSms service.
Event ID: 7011, Level: Error
A timeout (30000 milliseconds) was reached while waiting for a transaction response from the Netman service.
პრინტ სპულერთან დაკავშირებით ლოგებში არაფერი კონკრეტული არ არის, არც იქრეშება, არაფერი.
ვცადე უშედეგოდ:
* Print driver-ის იზოლაცია (თუ ერთ მომხმარებელზე გაჭედა დრაივერმა, დანარჩენებზე რომ არ ასახულიყო)
* KB2662585 ფიქსი
* KB2655998 ფიქსი
* ყველა დრაივერის წაშლა/თავიდან დაყენება
* 64-თან ერთად 32 ბიტიანი დრაივერების დაყენებაც
* print spooler სერვისის რესტარტი ნებისმიერ failure-ზე (recovery ტაბიდან)
Easy Print არ არის გამოსავალი შემდეგი მიზეზების გამო:
* დოკუმენტის გადაგზავნა/ბეჭდვას რამდენიმე წუთი სჭირდება
* host based პრინტერებთან არ მუშაობს, ასეთი პრინტერი კი რამდენიმე გვაქვს.
ამ ეტაპზე ერთადერთი რასაც ეფექტი აქვს, არის სპულერის ნახევარ საათში ერთხელ scheduled რესტარტი.
Any ideas?
This post has been edited by georgy on 11 Oct 2012, 10:43