მეგობარი მყავს,ქართველი არაა

სამი წელია უყვარს,თავის თანამშრომელი და იმ კაცმა ამის შესახებ არაფერი არ იცის... იმ კაცის დაბ დღისთვის ემზადება რამოდენიმე თვით ადრე და ანონიმურად უგზავნის საჩუქრებს (( ამით სიამოვნებას იღებს

რაღაცით ეს ამბავი სერიალს გავს ხომ ?

არადა სერიალი არაა. ეს ის ამბავია რასაც ყოველდღე ვისმენ,ამ ამბის თითოეული დეტალი ვიცი იმიტომ რომ მინდა თუ არ მინდა უნდა მოვისმინო

იმიტომ რომ მეგობარი მქვია

თუ გაგიგიათ ასეთი ისტორიები ? ან თქვენ თუ გყვარებიათ ანონიმურად ? აი ის რომ აზრზე არაა და შენ რომ იწვი,ეგ ამბავია რაა
სულ დეპრესიაში რომ ხარ, ანტიდეპრესანტებიც რომ აღარ გშველის,საკუთარ თავს რომ ვეღარ შველი და ფსიქოლოგთან რომ დარბიხარ ..გიგრძვნიათ ოდესმე მსგავსი ? ან ბიჭებო,თქვენ რომ ვინმეს უყვარდეთ ასე, რა რეაქცია გექნებათ ? ან საერთოდ ნორმალურია ასეთი სიყვარული ?
ადამიანს თავი ისე როგორ უნდა გძულდეს,რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენო საკუთარი თავი. ისეთი კომპლექსიანი როგორ უნდა იყო ,რომ ამდენი ხანი ვერაფერი თქვა ?
ჰაა რას ფიქრობთ ?
This post has been edited by I love chris :) on 3 Aug 2011, 13:23
...