ლინკი:
http://mycomp.ge/ggg/sana/?address=cat&cat=6&id=8307მაწვალებდა ამაზე პასუხი და აგერ კაცმა დამამშვიდა. ესე იგი მართლმადიდებელი ცხონდება მარტო და ამოვისუნთქე, საიქიოშიც ამდენ ჩინელს რა აიტანდა:
– სარწმუნოების შეცვლა დიდ ცოდვად ითვლება, როცა სხვა რჯულის ადამიანი მართლმადიდებელი ხდება, ის ცოდვას არ სჩადის? – ხშირად ეკითხებიან მღვდელს: მუსულმანი, კათოლიკე, ბუდისტი არ შეიძლება რომ ცხონდესო? ამაზე მამაო გიპასუხებთ: მე ვცხონდები მხოლოდ მართლმადიდებელი. ანუ ცხონდები მაშინ, როცა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ირჩევ და ჭეშმარიტ ღმერთს – უფალს ემსახურები. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი იპოვის ამ ჭეშმარიტებას და მართლმადიდებლად მოინათლება, ეს პირიქით, სასიამოვნოა და მისთვის, მისი სულისთვისაა კარგი.
აბა რა, რომ წაიკითხავს იქ იკარგება რწმენა, ჩემი მაგალითის არ იყოს
– იყო პერიოდი, როცა მარხვას იმიტომ იცავდა ხალხი, რომ სხვას ბაძავდა. ახლაც ასეა? – მარხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლისთვის. მარხვის ფუნქციას ბევრი კაი ხნის შემდეგ ხვდება. ის სულიერების ასამაღლებლად უნდა იყოს მომართული და არა სხვა, ფიზიკური კეთილდღეობისთვის. ახლაც ბევრი იცავს მარხვას, დადის ეკლესიაში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ
ბევრ მორწმუნეს სახარება ბოლომდეც არა აქვს წაკითხული. თუმცა, ადრინდელთან შედარებით, ეკლესიისკენ უფრო მეტი ადამიანი მობრუნდა.
ნო კომენთ:
– ხშირად გვსმენია ასეთი გამოთქმა: "სამჯერ დავით გარეჯის მოლოცვა, ერთხელ იერუსალიმის მოლოცვის ტოლფასია"–ო და ა.შ. საიდან მოდის ასეთი გამოთქმები?– დავით გარეჯზე ამ გამოთქმას რაც შეეხება, ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ იერუსალიმში წასული დავით გარეჯელი ქალაქს რომ მიუახლოვდა, თავი ღირსად ვერ ჩათვალა ქალაქში შესულიყო და მოელოცაო. ამიტომ, ქალაქთან ახლომახლო ქვები ეყარა, სამი ცალი აიღო და წამოიღოო. იერუსალიმში პატრიარქს სიზმარი უნახავს, რომ მთელი მადლი ვიღაცას მიაქვსო. დაადევნეს დავით გარეჯელს ხალხი და ამ სამიდან ორი ქვა წაართვეს. მას შემდეგ არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ სამჯერ დავით გარეჯის მოლოცვა, ერთხელ იერუსალიმის მოლოცვას უდრისო... ხშირად გსმენიათ რომ, მაგალითად, მცხეთას მეორე იერუსალიმს უწოდებენ, ტაძრების სიმრავლისა და განლაგების გამო, სამღვდელოების წარმომადგენელთაგან მოდის ასეთი გამოთქმები.
მომწონს ასეთი პასუხები:
– გაზეთში ხშირად იბეჭდება ხატები. ხალხი კი მას არ აგდებს და ინახავს, თუმცა ფურცელი მალე ძველდება და იხევა, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? – ხშირია შემთხვევა, როცა გაზეთში დაბეჭდილ ხატებს ხალხი ჭრის და ინახავს. იმ შემთხვევაში, თუ ასე ამოჭრილი ხატი დაძველდა და დაიხა, შეგვიძლია მდინარეს გავატანოთ. თუ ამას შინაგანად ვერ შეძლებ და ვერ გააკეთებ, მაშინ უმჯობესია, ტაძარში მიიტანოთ, სადაც კურთხევის მიღების შემდეგ დაწვავენ.
როცა საჭიროება მოითხოვს ძალიან პრაქტიკულებიც ვართ:
– როცა სანთელი ბოლომდე ჩაიწვება, მისი ჩაქრობის უფლება მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა მოძღვარი ამის კურთხევას მოგვცემს? – არა, სანთლის ჩაქრობის უფლებას კურთხევა არ სჭირდება. კურთხევას სხვაგვარი დატვირთვა აქვს, ხშირად კი მრევლს ეს სხვანაირად ესმის. როცა სანთელი ხის შანდალში ანთია, ხანძარს ხომ არ გავაჩენთ? სანთელი უნდა ჩავაქროთ.
და ჰომოსექსუალი წყვილი რომ შევიდეს რა უნდა ქნას მოძღვარმა? უნდა გააგდოს?
– ბევრი მღვდელი მიიჩნევს, რომ ეკლესიაში შეყვარებული წყვილის ერთად შესვლა მიზანშეწონილი არ არის. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? – ამ საკითხზე ყველას თავისებური შეხედულება აქვს. მე მიმაჩნია, რომ უფრო კარგია, როცა შეყვარებული წყვილი ერთად ცდილობს უფლის გზას დაადგეს და რელიგიურად იცხოვროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთ–ერთი მათგანი შეყვარებულის ხათრით შედის ეკლესიაში და არა საკუთარი სულიერების ასამაღლებლად, ამით ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
რა კითხვა და უსვა და რა უპასუხა, ჟურნალისტიც რა დათრგუნულია კითხვა ვეღარ გაუმეორა
– ეკლესიაში ქუდით შესვლა რატომ არ შეიძლება? – ეკლესიაში ქალი თავდაბურული უნდა შევიდეს. არა აქვს მნიშვნელობა მას მანდილი ეფარება თუ ქუდი. უბრალოდ, მანდილი უბიწოების, თავმდაბლობის გამომხატველია და უმჯობესია, მანდილით დაიბუროს ქალმა თავი. ზოგჯერ ცხვირსახოცსაც იფარებენ ხოლმე თავზე, რაც ყოვლად მიუღებელია, რადგან მანდილის ფუნქცია თმის დაფარვაა, რასაც ცხვირსახოცით ვერ შევძლებთ.