კარგით ახლა, იმერელი ქე ვარ, ძალიანაც მიყვარს, მარა იცი რა მოხდება? არ იცი! ოდა გეტყვი!"
ხო გახსოვს ბნელ დროში ხალხი რომ ამბობდა, ოღონდ დამოუკიდბელები ვიყოთ და ბალახს შევჭამთო? ან მეორე, ბორჯომი გვარჩენსო?
ოდა ზესტაფონლები იტყვიან, ჩვენ იმერეთიც არ გვინდა, ვაბშე ცალკე ვიქნებითო და ფეროს ტრუბის კულტს აღიარებენ! ამანაც თუ არ უშველა და ზესტაფონის ბაზარს (ასე ცნობილს მთელ დაბლობიან იმერეთში) აღიარებენ თავისუფალი ვაჭრობის ზონად და მოგჭამა ჭირი რიკოთიდან არგვეთამდე ტერიტორიამ!
ჭიათურა იტყვის, მეო მარგანეცი მაქვსო და კაცხის სვეტიო! გამოაცხადებენ ცალკე საპატრიარხოს პატრიარხს შემოსვამენ კაცხის სვეტზე) და იტყვიან, ჩვენ ოღონდ ცალკე ვიყოთ და შავ ქვას შევჭამთო! *(მე შენ გეტყვი და არა აქვთ!)
ბაღდათი იტყვის, მე ტურიზმს ვაწვებიო და ცივ წყალას საკალმახეებს ააღორძინებენ! აქეთ საირმეში კაზინოს დააქუხებენ და მიმიქარავს ბადენ ბადენი ან მონტე კარლო (იმატ ლომბარდის ქუჩა თუ აქვთ, ესენი რამე ირმისებულს მოიფიქრებენ)
ხარაგაული, ნუ ხარაგაულს არ ვიცი რა ეშველება, ერთ ტყე პარკი აქვს და ისიც ბორჯომთან გასაყოფი, მაგრამ იქ უნიკალური ადგილებია მთის მოყვარული ტურისტებისთვის... წყალ ვარდნილები და ასე შემდეგ! ისინიც ტურიზმით გადაწყვეტენ ფონს გასვლას!
ტყიბული, ნუ მაგათაც აქვთ შავი ქვა, თან ოხრად! გარდა ამისა ცხრაჯვარზე ადრე ჭორი გაავრცელა თემურა შანშიაშვილმა შვარცნეიგერი ფილმის გადაღებას აპირებსო

(მართლა გაავრცელა იმ კუტამ)

ოდა მოკლედ ჰოლივუდის პატარა ფილიალს მოარტყამენ! გარდა ამისა ტყიბული სხვა ბენეფიტსაც მიიღებს, რაჭაში შესასვლელ გამოსასვლელი მაგის ხელში იქნება და ზაფხულობით ნახევარ თბილისს გაპუტავენ საბაჟოზე

მოკლედ ტყიბული გადარჩება!
ვანი, მანდ არ ვიცი რა მოხდება! სავარაუდოდ ხონს გამოუცხადებენ სამკდვრო სასიცოცხლო ომს და მანდ ცხელკი წერტილი გვექნება!
ხონი! ზემოთ დავწერე უკვე!
საჩხერე იასნია აკაკი წერეთელს მიაწვება და ბრიტანეთში თუ ჰამლეტი და ოტელო იდგმება (და არა ამრტო იქ) აქ იქნება ბაში აჩუკის, სულიკოს, აღმზრდელის და ასე შემდეგ სამშობლო! მოკლედ ლიტერატურა და ტურიზმი(აკაკის სახლმუზეუმი რა) ოდა ცხრუკვეთი კიდო!
რაღა დარჩა? თერჯოლა! არც იქითაა და არც აქეთ! მანდ ერთი შამპანურის ქარხანა იდგა და ვიდრე ნასკების ცეხად არ გადააკეთეს დედა მოიტყნა მესტნი მთავრობამ! დანარჩენი ციცქა და ცოლიკოურია! მაგით დამოუკიდებლობას ვერა მარა ერთ კაი გრილ საღამოს ჩეროში გაიჩალიჩებს კაცი! და კაი ჯანდაბას სკანდის ციხეზე აიყვან ტურისტს! მარა თერჯოლას მაინც შანსი არა აქვს

რაღა დარჩა? ხო, ტერიტორიებ გამოცლილი ქუთაისი, გაჭიმული ნიკიადან ჭომამდე და საღორიიდან მაღლაკამდე... ეგაა შენი ავტონომია მოპოვებული იმერეთი!
ოდა გინდა ახლა შენ მაგი? არ გინდა! არც მე მინდა!
ესეც ჩემი ეზო! იმერეთში!
მიმაგრებული სურათი