მოლაშქრეთა კლუბი "იეტი" მიდის ლაშქრობაში 9 აგვისტოს 5 დღით ხევსურეთში.მსურველები 3-4 აგვისტომდე უნდა დამიკავშირდნენ და საბოლოო პასუხი მითხრან მოდიან თუ არა მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზე და შეადგენს 40-50 ლარს.დაგჭირდებათ საძილე ტომარა და პარალონი უქონლობის შემთხვევაში შევეცდებით დახმარება გაგიწიოთ შეძლებისდაგვარად.
ეს არის ლაშქრობა შატილის შემდეგ მოგვიწევს ფეხით სიარული დიდი თხოვნაა ეს გაითვალისწინოთლაშქრობის განრიგი
1დღე:
-გასვლა დილით დიდუბის მეტროდან 7 საათზე
-კორშა სახლ– მუზეუმი
-დათვის ჯვრის უღელტეხილზე გაჩერება მცირეოდენი წახემსება ალკოჰოლითურთ
-ლებაისკარის ციხე
-კისტანის ციხე
-შატილი (დაბანაკება შატილში)
-ქაჩუს ციხე
2 დღე:
-გასვლა შატილიდან დილის 9 საათზე
-ანატორის აკლდამების ნახვა(2.5კმ შატილიდან)
-მუცო (8.3 კმ ანატორის აკლდამებიდან)
-დაბანაკება მუცოში
3 დღე:
-გასვლა მუცოდან დილის 9 საათზე
-ჩასვლა არდოტში (4,3კმ მუცოდან)
-დაბანაკება არდოტში
-არდოტის ციხესიმაგრების და ეკლესის დათვალიერება
-სურვილისამებრ წასვლა ან ხახაბოში ან ანდაკში (ხახაბო 7კმ არდოტიდან,ანდაკი4.4 კმ არდოტიდან)
4 დღე:
-დაბრუნება უკან გავჩერდებით შატილსა და მუცოს შუაში და იქ ვიქნებით მთელი დარჩენილი დრო
5 დღე:
-ჩავალთ შატილში დავისვენებთ
-შატილიდან წამოვალთ დაახლოებით 3-4 საათზე
-სურვილის მიხედვით ჩარგალში ვნახავთ ვაჯას სახლმუზეუმს
-სურვილის მიხედვით შევალთ სახინკლეში და შევჭამთ(მე უკვე მაქვს სურვილი)
სულ ესაა საჭირო ნივთებზე და საჭმელზე ცალკე დავწერ
მსურველებმა მომწერეთ PM ში ან მეილზე
club.ieti@gmail.com სახელი გვარი საკონტაქტო ტელეფონი This post has been edited by d_tsabo on 28 Jul 2011, 14:24