მოდი ჩამოვთვალოთ და ვიმსჯელოთ, განვიხილოთ და ცოტაც განვიტვირთოთ.
აქ ჩამოვწეროთ ჩვენთვის ყველა დროის სამიდან ხუთამდე საუკეთესო პერფომანსი კინო ინდუსტრიის არსებობის განმავლობაში.
მნიშ არ აქვს მთავარ თუ მეორეხარისხოვან როლში.
მნიშვნელობა არ აქვს მართლა მაგრად შეასრულა თუ ჩვენ გვგონია ასე.
უბრალოდ ჩამოვწეროთ და გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები.
რაღამც მე გავხსენი თემა მე უნდა დავიწყო

The Usual Suspectsიდან კევინ სპეისის შესრულება
ფილადელფიიდან ტომ ჰენკსი
There Will Be Bloodიდან დენიელი
განგსტერიდან დენზელი
და არ შემიძლია რომ ჰიტ ლეჯერი გამოვაკლო ამ სიას.
ეს არის ჩემი ხუთეული
ჯერ მხოლოდ ჩამოვწეროთ, შიგადაშიგ თუ საინტერესოდ წავა საუბარი, განვავრცოთ და დეტალურად დავწეროთ ვინ რატომ ვფიქრობთ ასე.
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10