1 აგვსტოს, 18:00 საათზე პარლამენტის წინ გავაპროტესტოთ სამარშრუტო ტაქსების გაძვირება!
მგზავრობისას გთხოვთ ყველამ უარი ვთქვათ პროტესტის ნიშნად 80 თეთრის გადახდაზე და გადავიხადოთ 50 თეთრი !
თუ ყველანი უარს ვიტყვით 80 თეთრის გადახდაზე , პროტესტი შედეგიანი იქნება !
საზოგადოებამ უნდა გამოვთქვათ პროტესტი უსამართლოდ გაძვირებულ ფასზე !
თუ ეს გაუვიდათ, სექტემბრისთვის აპირებენ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის გაზრდას 1 ლარამდე და ახალწლამდე 1.20 ლარამდე
გაუგზავნეთ ეს გვერდი თქვენს მეგობრებს და თხოვეთ პროტესტში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი მოთხოვნები:
1. ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული იქნას, ჩვენი როგორც მომხმარებლების ინტერესები და სამარშუტო ტაქსებზე, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" მიერ თვითნებურად გაზრდილი მგზავრობის ღირებულება დაუბრუნდეს 15 ივლისამდე მდგომარეობს.
2. შეწყდეს ზეწოლა სამარშუტო ტაქსების მძღოლებზე ხელისუფლების მხრიდან.
3. კომპანია "თბილისის მიკროავტობუს"-ს დაევალოს ტენდერის პირობების თანახმად - შეცვალოს ძველი მარშრუტკები ახლით. ამისათვის კი მან უნდა განახროციელოს ინვესტიცია. და ახალი მარშრუტკების ფული მოსახლეობიდან არ უნდა ამოიღოს. ეს ყველაფერი განხორციელდეს მგზავრობის საფასურის 50 თეთრზე შენარჩუნების პირობებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდეს ტენდერის შედეგები და ჩატარდეს ახალი, რომლითაც თბილისში მგზავრთა გადაყვანის უფლება არა 1 ან 4 ფირმამ უნდა მოიგოს, არამედ ბევრად მეტმა, რათა ამ ბაზარზე კონკურენცია გაიზარდოს, რაც თავისდაუნებურად შეუწყობს ხელს ფასის არ მომატებას.
4. მოვითხოვოთ ქ.თბილისში უკვე არსებულ საავტობუსო ხაზებში ავტობუსების რაოდენობის გაზრდას, არსებული მანძილების დაგრძელებას ან ძველი ხაზების აღდგენას.
http://www.facebook.com/event.php?eid=223483887689908რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი.
გაავრცელეთ.
.