#26822959 · 8 Aug 2011, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გივი თარგამაძე: "ამჟამად ომისთვის მზადება არ მიმდინარეობს"
13:45 - 05.08.2011
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისწინა ან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის მოწყობის საფრთხეს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ "ამ ეტაპზე ამის საფრთხე არ არსებობს".
"სამხედროი მოქმედებების დაწყება მალულად ვერ ხდება. მას მთელი ის მოსამზადებელი პროცესი უძღვის წინ, რომელიც საქმის ომის ფაზაში გადასვლაზე მიუთითებს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და საქართველოს წინააღმდგეგ სამხედრო პროვოკაციის განხორციელების ნიშნები წლებით ადრე ჩანდა, რასაც ვერ ვიტყვით ამჟამინდელ ვითარებაზე. ჩვენის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დაკვირვება, ვითარების შეფასება და ანალიზი ხორციელდება, რის საფუძველზეც შემიძლია, გითხრათ, რომ ამჟამად ომისთვის მზადება არ მიმდინარეობს" - განუცხადა "პირWელს" გივი თარგამაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, "რუსეთის არჩევნები სახიფათო ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთსა და საქართველოში საარჩევნო ციკლი ერთმანეთს ემთხვევა".
დეპუტატის განცხადებით, "ასეთ დროს რუსეთის შიდა საარჩევნო კამპანიის ნაწილი ქართული კამპანია ხდება და საფრთხესაც სწორედ ეს წარმოადგენს".
"საერთოდ კი, ვიდრე პოლიტიკურ სივრცეში ვლადიმერ პუტინი იარსებებს, იარსებებს საფრთხეც. ეს არის კაცი, რომლის იდეა-ფიქსს საბჭოთა კავშირის აღდგენა წარმოადგენს, რაც საფრხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის" - დასძინა თარგამაძემ.
არავის ეშინია რუსების ჟანგიანი ტანკების, ბოლომდე ვიბრძოლებთ შევაკვდებით, როსტოვამდე ჩავალთ © გივი თარგამაძე 2008 ივლისი
--------------------
ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ორი გვამი პრემია იქმება დიდი - ვანო მერაბიშვილ https://www.youtube.com/watch?v=KgpGcLEwncU
ნაცებს არ ვუღალატე და ცოლს ვუღალატებ (C) LEVANY-M
ნაცი - ნაწყლი, უკანა კარი (C) სუხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა
|