#26833452 · 9 Aug 2011, 11:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გარე მეთვალყურეობის ვიდეო კამერების ყიდვა სად შეიძლება
გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/მახასიათებლებია:
პერიმეტრის თითოეულ შესასვლელზე 2 (ორი) და სათადარიგო გასასვლელზე 1 (ერთი) კამერა.
კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიურის განათების გარეშე);
დაფარვის ზონა: 20 მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;
ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში.
დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;
სერთიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერთიფიკატი. (ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში შესაბამისი აპარატურის გამოყენების შესახებ ნებართვა შესაძლებელია გაიცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ)
სათანადოდ დაცულ ადგილზე ჩანაწერის შენახვა არანაკლებ 30 დღის ვადით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით)
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.
--------------------
Copyright © 2013
|