ჩემს მეგობარს, 23 წლის ლევან ჩიხრაძეს ერთი წლის წინ დაუდგინეს კეთილთვისებიანი ხერხემლის სიმსივნე. ოფიციალური დიაგნოზის დასმამდე მისი სიმპტომების ინტერპრეტაცია არასწორად ხდებოდა ექიმების მიერ და მას სამი წლის განმავლობაში სქოლიოზის მკურნალობა ჰქონდა დანიშნული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლევანმა სამი ოპერაცია გაიკეთა – ერთი ფრაიბურგის კლინიკაში, ელექტროფიზიოლოგიური დანადგარის გამოყენებით, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება, და კიდევ ორი მომდევნო ოპერაცია თბილისში სხვადასხვა კლინიკებში. 15 ივლისს ავერსის კლინიკაში ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ ჩატარებულმა ბოლო ოპერაციამ გამოავლინა ლევანის მუდმივი ტკივილების მიზეზი: საქართველოში დანიშნული წინა ოპერაცია ექიმების აზრით არ იყო მიზანშეწონილი ელექტროფიზიოლოგიური დანადგარის გარეშე, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ნერვების საღ და კიბოთი დაავადებულ ბოჭკოვან ნაწილებს. ამჟამად ლევანის სიცოცხლე დამოკიდებულია სასწრაფო ოპერაციაზე სტამბულის ამერკიულ კლინიკაში, სადაც მას მაქსიმალურად ამოჭრიან კიბოთი დაავადებულ უბნებს რათა არ მოხდეს მეტასტაზების გავრცელება ჯანსაღ ორგანოებზე. ოპერაცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან თანხებთან (მხოლოდ ოპერაციის ხარჯია 30 000 ევრო), რომლის გადახდის საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნია. ლევანს ადრეულ ბავშვობაში გარდაეცვალა დედა, მისმა ოჯახმა კი უკვე გაყიდა ყველაფერი რაც გააჩნდა და ისესხა თანხები ყველა შესაძლო წყაროებიდან.
ჩვენ, ლევანის უახლოესმა მეგობრებმა წამოვიწყეთ საქველმოქმედო კამპანია “Live (life) for Spaceboy”, იმისთვის რომ მოგვეზიდა დონორი ორგანიზაციები, კერძო კომპანიები და უბრალო მოქალაქეები ოპერაციისათვის საჭირო მინიმალური თანხის – 30 000 ევროს შესაგროვებლად.
http://www.facebook.com/event.php?eid=124169881008477 - our facebook profile/event
http://www.myvideo.ge/?video_id=1417268 - event promo video on myvideo.ge
http://www.youtube.com/watch?v=a0lgd6O1RYI...player_embedded - song intro to support Levan by band Landmark on July 27th.
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&...07-2011+21%3A06 - us on Imedi TV
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&se...07-2011+16%3A54 - Channel one
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=region...07-2011+09%3A13 - Region TV
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestr...07-2011+21%3A54 - Maestro
ოთხშაბათს, 27 ივლისს, ვაკის პარკში კლუბ 33ა-ში ჩვენს მიერ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9 წამყვანმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა. აქციის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ მკურნალობის დაწყებამდე საჭირო მინიმალური თანხის შეგროვება ლევანისთვის, მისთვის ასევე სპეციალურად დავარეგისტრირეთ მხარდაჭერის ნომერი 200-207, რომელზე დარეკვითაც მაგთის და ჯეოსელის აბონენტებს შეუძლიათ ლევანს 1 ლარი გადაურიცხონ. ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ლევანის
თიბისი ბანკის ანგარიშებზე:
GE46TB0734636512500103 – GEL მიმღები პირი: სტუდია "ასტეროიდი"
GE50TB7034636612500200 – EUROმიმღები პირი: ლევან ჩიხრაძე
GE26TB0734636612500188 – DOLLAR მიმღები პირი: ლევან ჩიხრაძე
რა თქმა უნდა ყოველივე ეს არ არის საკმარისი ლევანისთვის აუცილებელი თანხების შესაგროვებლად, ლევანის სიცოცხლე და ჩვენი წამოწყების წარმატება დამოკიდებულია სერიოზულ სპონსორებზე. ჩვენ თქვენს მხარდაჭერაზე ვამყარებთ იმედებს და გთხოვთ, რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად! ნებისმიერ თანხას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!!! ყოველ დღე დავდივართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებზე, კომპანიებთან, დაწესებულებებთან და მინიმალურ თანხებსაც კი ვაგროვებთ რომ დავაჩქროთ ლევანის მკურნალობა! ჩვენი მეგობარი მიჯაჭვულია ლოგინს, მისი მოძრაობის უნარი შეზღუდულია, მას უჭირს დაძინება მუდმივი ტკივილის გამო და დასაშვები წონის ქვედა ზღვარს მიღმა იმყოფება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი დიდსულოვანი ადამიანი შეგვეხმიანა, ყოველი დახმარება იმედისმომცემია, რადგან ლევანის გადარჩენის შანსი მატულობს!
ელენე კვინტრაძე
გთხოვთ დამიკავშირდეთ: elenekvintraze@hotmail.com
მიმაგრებული სურათი