საქართველო მზად არის, რუსეთს საშუალება მისცეს, ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭის ოლიმპიადის მშენებლობისთვის ტვირთების გადასაზიდად გამოიყენოს. "საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის" მტკიცებით, განცხადება ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გააკეთა.
"კრიზის-ჯგუფმა" გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით "საქართველო-რუსეთი: სწავლობენ მეზობლურ თანაცხოვრებას", სადაც ორ ქვეყანას შორის ომის შემდეგომ არსებული ვითარებაა მიმოხილული.
"საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანმა "კრიზის-ჯგუფს" განუცხადა, რომ საქართველო, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემთხვევაში, მზად არის განიხილოს შესაძლებლობა, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გავლით რუსეთის მიმართულებით რკინიგზის გახსნისა, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს, ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭში ოლიმპიური თამაშებისთვის მიმდინარე მშენებლობებისთვის სამშენებლო მასალების გადასაზიდად გამოიყენონ. ეს რუსეთს თამაშების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სუსტი მხარის დაძლევაში დაეხმარებოდა _ მოსკოვი ამ მიზნისთვის ახლა ნოვოროსიისკის პორტსა და რკინიგზას იყენებს. თუმცა მხარეებს ამ საკითხის განხილვისას აფხაზეთის სტატუსისთვის გვერდის ავლა და სავიზო რეჟიმთან და საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით ინოვაციური გადაწყვეტის გზების ძებნა მოუწევდათ", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ოცგვერდიან დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებებიდან სამი წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა "გაყინულია", შვეიცარიული მხარის შუამავლობით მხოლოდ შეზღუდული კავშირი აქვთ.
"ამასთან, რუსეთსა და საქართველოს საერთო ინტერესებიც აქვთ რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლების, ვაჭრობის გააქტიურებისა და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების მიმართულებით. მათ სწორედ ამ საკითხების განხილვის უნდა დაიწყონ, ბრალდებებისა და მტრული გამოხტომების გაცვლის ნაცვლად", _ ნათქვამია დოკუმენტში.
იქვე აღნიშნულია, ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა და ჰუმანიტარული პრობლემები იძლევა ცივილიზებული დიალოგის დაწყების მცირე პოტენციალს.
მტერი არის თუ არა 40 კილომეტრში?
თანაფორუმელებო, თქვენი აზრი მაინტერესებ ამაზე
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...gamoiyenos.html This post has been edited by zarzeimi on 9 Aug 2011, 13:59