კომპანია Ubisoft-მა გამოაქვეყნა Assassin's Creed: Rogue-ს ახალი თრეილერი. ახალ თრეილერში შემქმნელებმა დაანონსეს თამაშის PC ვერსიის გამოსვლის ზუსტი თარიღი.
ოფიციალურ ანონსამდე ცოტახნით ადრე GameStop Italy-ს ლისტინგში გამოქვეყნდა რელიზის თარიღი. ცხადია, რომ GameStop-მა არ დაელოდა ოფიციალურ ანონსს და რელიზის თარიღათ მიუთითა 2015 წლის 10 მარტი.
მოთამაშეების და კრიტიკოსების შეფასებებით Rogue-ს შემქმნელები მათზე დაკისრებულ დავალებას უფრო წარმატებით გაუმკლავდნენ, ვიდრე Unity-ს შემქმნელები. მიუხედავად იმისა, რომ Unity შექმნილი იყო ბოლო თაობის მოწყობილობებისთვის თამაშს აღმოაჩნდა უამრავი ბაგი, რამაც სრულიად გააფუჭა შთაბეჭდილებები.
Assassin's Creed: Rogue-ს რელიზი შედგა Xbox 360-ზე და PlayStation 3-ზე 2014 წლის 3 ნოემბერს. მოთამაშეებს უფლება მიეცემათ სერიის ისტორიაში პირველად ითამაშონ ტამპლიერით, რომელიც აუჯანყდა მის ყოფილ მასწავლებლებს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)