მოგეხსენებათ ქრისტიანობა გაბატონებული იყო შუა საუკუნეებში და მეცნიერება კოლაფსს განიცდიდა რენესანსამდე, სამაგიეროდ მშვენივრად ვითარდებოდა საწამებელი იარაღი, რომლებითაც გაბატონებული ქრისტიანული რელიგია აწამებდა ადამიანებს, რომლებიც ჩაიდენდნენ საშინელ დანაშაულებს, მაგალითად ღვთისგმობას და ა.შ.
მაინც რა გამოიგონა ადამიანის დაბნელებულად განათლებულმა გონებამ?
#10

გასმა სარზე, ამ დროს ადამიანს სარზე დაჯდომა აიძულებდნენ, შემდეგ თავად სარს აწევდნენ, წვეტიანი სარი გზას ადამიანის შიგნეულობაში მიიკვლევდა და ასე აღმოჩნდებოდა ადამიანი სარზე წამოცმული, როგორც წესი სარის წვეტი მკერდის ძვლის ზემოდან, ყელთან გამოდიოდა და ნიკაპის ქვეშ მაგრდებოდა (რომ ადამიანი უფრო დაბლა არ დასრიალებულიყო) ასეთი წამების შემდეგ, ადამიანი დაახლოებით 3 დღე კვდებოდა.
#9

იუდას აკვანი - ამ დროს გაშიშვლებულ ადამიანს უკანალით სვამდნენ პირამიდისებრ საგანზე, ხოლო თოკით დაბლა ქაჩავდნენ, ან გასაპობად ან ნელი სიკვდილისთვის, ხანდახან თოკებზე სიმძიეებსაც კიდებდნენ.
ეს საგანი არ ირეცხებოდა, ამიტომ ადამიანს შეეძლო დამატებით მიეღო ტკივილი ინფექციისგან.
#8

ეს საწამებელი იარაღი ბევრ კინოში გექნებათ ნანახი, ამ დროს ადამიანს კუბოსებრ მეტალის გალიაში ათავსებდნენ და მზის გულზე ათავსებდნენ ან ხეზე კიდებდნენ, ადამიანს ნელ-ნელა ჭამდა გარეული ცხოველი ან ჩიტები.
#7

ჩარჩო, რომელზეც ადამიანს აბამდნენ და ნელა ატრიალებდნენ სახელურს, ამ დროს ადამიანის ყველა სახსარი იმტვრეოდა საშინელი ჭახანით, ხშირად კიდურები იგლიჯებოდა, თუ მაინც გადარჩენა გეწერათ, ვეღარასოდეს ვერცერთ კიდურს ვერ აამოძრავებდით.
#6

მკერდის საგლეჯი მაშა, გამოიყენებოდა ქალებისთვის, გაცხელებული მაშით ასო-ასო აგლეჯდნენ ქალს მკერდს, იყო სხვანაირი ვარიანტიც, კედელზე დამაგრებულ კბილებზე აფიქსირებდნენ ქალის მკერდს და მერე თავად ადამიანს ქაჩავდნენ უკან, ასეთი წამება როგორც წესი სისხლისგან დაცლით და სიკვდილით მთავრდებოდა.
#5

კიდევ ერთი მსხლისებრი საწამებელი იარაღი, თავსდებოდა უკანალში, პირში ან სხვაგან, თავზე მოთავსებული კბილანის დატრიალებით, წინა მსხლისებრი ფორმა ორად იყოფოდა, სანამ ადამიანს არ გახლეჩდა.
#4

ბორბალზე დაბმული ადამიანი ნელა ტრიალებდა, სანამ მას რკინის უროთი უმტვრევდნენ კიდურების ძვლებს. როდესაც ყველა ძვალს დაუმსხვრევდნენ, ტოვებდნენ სასიკვდილოდ მზეზე, ადამიანი 3 დღე იტანჯებოდა, ამასობაში მათ ხორცს ჩიტები ჭამდნენ, ბოლოს კი ადამიანი გაუწყლოებით იღუპებოდა.
#3

ადამაინის გახერხვა შუაზე, ადამიანს ჰკიდებდნენ თავით დაბლა, რომ სისხლი ტვინში წასულიყო და ადამიანი მაქსიმალურად დიდი ხანი დარჩენილიყო გონზე და ყველაფერი ეგრძნო.
მართალია თავად პროცესი 3 საათამდე გრძელდებოდა, სამაგიეროდ ხერხი ხშირად იყო ნახევრად ბლაგვი - ტკივლის გასაძლიერებლად, ხოლო მსხვერპლს ხშირად ტოვებდნენ ნახევრად გახერხილს, რომ ნელ-ნელა დაღუპულიყო.
#2

ამ ინსტრუმენტის მეშვეობთ, ადამიანს ნელ-ნელა ემტვრეოდა თავის ქალა და ყბა, მოგვიანებით დაუმატეს თვალის ბუდეებიდან ამომგდებიც, როგორც წესი აგონიისებრი ტკივილი გრძელდეობდა საათობით, სანამ ადამიანი არ დაიღუპებოდა.
#1

მოხერხებული საწამებელი იარაღი, მისი მეშვეობით ნელ-ნელა აგლეჯდნენ ადამაინს ყველა კიდურს. ხშირად კბილებს აცხელებდნენ ტკივილის გასაძლიერებლად.