არის ასეთი საინტერესო დოკუმენტური ფილმი youtube-ზე, ქვია "The Arrivals", დაახლოებით 60-მდე ნაწილისაგან შედგება და საუბარი NWO და ანტიქრსიტეს მოსვლის გეგმებზე. ალა ვუყურებდი მე-19 და მე-20 ნაწილს. აი ისინიც:
აქ (ამ ორ ნაწილში) საუბარია იმაზე, რომ UFO-ს დამზერადი მოვლენების 99% არის NWO დამქაშების და მათი მთავარის, ანტიქრისტეს, ტექნოლოგია აქვე დედამიწაზე შექმნილი. ამ ტექნოლოგიას მასონები გამოიყენებენ რათა ადამიანთა წინაშე შექმნან აუცილებლობა მსოფლიო გაერთიანებისა. ძალიან საკმაოდ ლოგიკურად არის ყველაფერი გადმოცემული და ფაქტებიც, რომელიც ამ ყველაფერს მიუთითებს, საკმაოდ დამაჯერებელია. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ზუსტად მსგავსი რამ წავიკითხე მამა გაბრიელის წიგნში. წიგნს ქვია "მამა გაბრიელის ნაამბობი, ნაწილი I". ამ წიგნში მამა გაბრიელის დარიგებებია და ერთ-ერთი დარიგება ეხება ზუსტად უცხოპლანეტელებისა და მსგავსი რაღაცეების გამოჩენას ნატიქრესტეს მოსვლის ეპოქაში. ამას მამა გაბრიელი ამბობდა ჯერ მაშინ, როცა საქართველო იზოლირებული იყო დასავლური ინფორმაციისაგან და დასავლეთში ეს ინფორმაცია ძალიან იშვიათად თუ იცოდნენ. მოკლედ, უყურეთ ამ ფილმს, ძალიან საინტერესოა. ვინც ამ ყველაფრის რეალობას დაიჯერებს, გამოადგება იმ დროს, როცა საჭიროა