სალამი ყველას - შესავლების წერა არასდროს მეხერხებოდა ასე რომ ესეც გამოდგება და გადავალ პირდაპირ საქმეზე
ერთ-ერთმა მასწავლებელმა მომცა 3 საკითხიანი დავალება, უკვე დავიწყე ამ საკითხებზე მუშაობა და იმედი მაქვს ფორუმი მომეშველება
I. უძველესი წყალგაყვანილობის სისტემები- (აქ ალბათ ისტორიკოსები გამოდგებიან) მჭირდება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია რომში-აკვადუკებზე და მთელს მსოფლიოში მსგავს ნაგებობებზე, გარდა ამისა მითხრეს რომ საქართველოშიც იყო საკმაოდ განვითარებული წყალგაყვანილობა.
II.აკუსტიკა-(ეს მთლიანად ფიზიკაა) ეს საკითხი მოიცავს თუ როგორ აძლიერებდნენ ბგერას საქართველოში(და არა მარტო... ალბათ, რაც მეტი ინფორმაცია მით უკეთესი) სხვადასხვა ხერხების გამოყენებით(მითხრეს რომ ერთ-ერთი ხერხი იყო დიდი დარბაზის კუთხეებში პატარა ზომის ქვევრებს მოთავსება, რაღაც ამდაგვარი ინფორმაცია და მათი მუშაობის ტექნოლოგიები მჭირდება)
III. ლინგვისტებს სავარაუდოდ ყველაზე პრობლემატური საკითხი
მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ქართულ ენაში შემოსული ტერმინები რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს თავი
P.S . ეს ჩემი პირველი პოსტია so please don't flame