არნემის ვიტესის თემა ! მოგეხხსენებათ ამ გუნდში 3 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს,ასევე გუნდის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა !
პრეზიდენტი:მერაბ ჟორდანია
მენეჯერი:ჯონ ვან დერ ბრომი
გუნდის ოფიციალური საიტი:
www.vitesse.nlგუნდის შემადგენლობა !
1 GK Eloy Room
5 DF Alexander Büttner
6 DF Frank van der Struijk
7 MF Nicky Hofs
8 MF Marco van Ginkel
9 FW Bony
10 MF Davy Pröpper
11 MF Giorgi Chanturia
14 DF Alex
15 DF Anderson
16 DF Michihiro Yasuda
17 FW Genaro Snijders
18 MF Valeri Kazaishvili
19 FW Marcus Pedersen
21 GK Marko Meerits
22 GK Piet Velthuizen
25 DF Jeroen Drost
26 DF Kevin van Diermen
27 FW Julian Jenner
28 GK Sebastiaan van der Sman
30 FW Renato Ibarra
37 DF Guram Kashia (captain)
2010-2011 წლებში დაიკავა მე-15 ადგილი !
ისტორია:ჰოლანდიური კლუბი " ვიტესი"ქალაქ არნემიდან, შეიქმნა 1892 წლის 14 სექტემბერს. ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ საფეხბურთო კლუბად ჰოლანდიაში. ამჟამად ასპარეზობს ერედივიზიონში - ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში.
საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ისტორია იწყება 1892 წლის 14 მაისს, კრიკეტის გუნდის, სახელად "ვიტესის" შექმნის შემდეგ. ამ უკანასკნელის შექმნიდან, რამდენიმე თვის მერე, 10 სექტემბერს გადაწყვიტეს შეექმნათ საფეხბურთო კლუბი. თავისი პირველი ამხანაგური შეხვედრა კლუბმა ჩაატარა 2 წლის შემდეგ. 1894 წლიდან "ვიტესმა" ასპარეზობა დაიწყო გელდერლანდის პროვინციის ჩემპიონატში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აღმოსავლეთ ჰოლანდიის კლუბები.
1895-1896 წლებში "ვიტესმა" გამარჯვება მოიპოვა გელდერლანდის ჩემპიონატში და ამის შემდეგ კლუბმა გადაინაცვლა აღმოსავლეთის პირველ ლიგაში."ვიტესმა" 5-ჯერ ზედიზედ მოიპოვა აღმოსავლეთის პირველ ლიგაში გამარჯვება: 1898, 1899, 1903, 1913, 1914 და 1915 წლებში. 1897/1898 და 1898/1899 წლების სეზონებში, "ვიტესი" ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ გადამწყვეტ მატჩებში ის დამარცხდა ამსტერდამის კლუბ "რაპ"-თან. ამ პერიოდში კლუბში ორი ცნობილი ფეხბურთელი ირიცხებოდა. ვილემ ჰესელინკი - პირველი ფეხბურთელი ვიტესის რიგებში, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებში მოხვდა და ასევე მეკარე იუსტ გებელი - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. მაგრამ სერიოზული წარმატებები კლუბს ჩემპიონატში არ ჰქონია, ის ხშირად ცხრილის შუა პოზიციას იკავებდა. 1912 წელს "ვიტესი პირველად გავიდა ჰოლანდიის თასის ფინალში, თუმცა დამარცხდა "ჰარლემ"-თან, ანგარიშით 2:0.
This post has been edited by Chikva77 on 16 Aug 2011, 02:15