
გამარჯობა. შენ ვერძების ტერიტორიაზე ხარ. ალბათ ცოტა დაგცხა. ჩვენ ხომ ცეცხლისგან ვართ შექმნილები, ასე რომ ჩვენი დუღილის ტემპერატურა ზოგჯერ რთული ასატანია. თუმცა თუ ძლიერი და ამტანი ხარ, ჩვენთან ნამდვილად არ მოიწყენ. მაშ ასე მცირე დეტალები ჩვენი სიგიჟის სამყაროდან.
ასტროლოგიური სტიქია: ცეცხლი
მმართველი პლანეტა: მარსი
დევიზი: მე ვარ!
სიტყვა: მოქმედება
სიმბოლო: ვერძი
თილისმა: ოქროს ვერძი, ურო
ქვები: ალმასი, ლალი, ამეთვისტო, აქვამარინი, ძოწი, ალექსანდრიტი, იაშმა, ფირუზი
ლითონი: რკინა, ფოლადი
ბედნიერი კვირის დღე: სამშაბათი
უიღბლო დღე: პარასკევი
ბედნიერი რიცხვი: 4, 7, 9, 11
ბედნიერების მომტანი ფერები: წითელი, ჟოლოსფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, იასამნისფერი, ყველა მბზინავი ფერი
დადებითი თვისებებიგაბედული, გულღია, უშიშარი, უბოროტო, მეგობრული, ხელგაშლილი, მიამიტი. ვერძები დაბადებით ლიდერები არიან. ახასიათებთ უშიშარი ხასიათი, ენერგიულობა, გამბედაობა, დამოუკიდებლობა, ნებისყოფა, ექსტრავაგანტულობა, საკუთარი თავის რწმენა. უყვართ ხალხში ყოფნა, მართვა, ხელმძღვანელობა. ხშირად სხვადასხვა ორიგინალური იდეების სულისჩამდგმელად, ორგანიზატორებად გვევლინებიან.
უარყოფითი თვისებებიპირდაპირი, უტაქტო, მოუთმენელი, თავშეუკავებელი, გაღიზიანებული, ეგოისტი, უხეში, იმპულსური, აგრესიული. ვერძი ზოდიქოს პირველი ნიშანია. ზოგჯერ იმდენად ბავშვური და მიამიტია, რომ მთელი გულით სჯერა ყველაფრის. მასში არაფერია დაფარული და რთული. გარეგნულად ძალიან მეგობრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქვს ენერგიული მანერები და ძლიერი ხელის ჩამორთმევა.
ამ ნიშნის ქვეშ დადებული ადამიანები ორიენტირებული არიან ქმედებაზე და უყვართ პაექრობა. ცდილობენ ყველაფერში პირველობას და ხშირდ იგნორირებას უკეთებენ სხვების უფლებებსა და გრძნობებს. თუ ისინი დიპლომატიისა და ტაქტის მეშვეობით საკუთარი აგრესიულობის მართვას შეძლებენ, მათთვის მაღალი მწვერვალების მიღწევა ბევრად გაიოლდება.ვერძები ბუნებით ლიდერები არიან. უყვართ საქმის დაწყება, მაგრამ სურთ, რომ სხვებმა დაასრულონ, ვინაიდან თვითონ მალე ბეზრდებათ და უკვე სხვა საქმის კეთება სურთ. ვერ იტანენ ერთფეროვნებას. ისინი დინამიური, იმპულსური, მებრძოლი, ჩხუბისთავები არიან. ეგოისტურები და აგრესიულები, სავსე არიან ენთუზიაზმით. აქვთ დიდი ნებისყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვილად ფეთქდებიან, მალევე გადასდით ბრაზი და არ იმახსოვრებენ წყენას, თუმცა მათი წყენინება ადვილადაა შესაძლებელი. უყვართ ნებისმიერი რთული ამოცანის ამოხსნა, სიახლის წამოწყება. დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში. თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები ისწავლიან სხვების სიყვარულს, პატივისცემას, გონივრულ ქმედებებს, ნებისმიერ თანამდებობას მიაღწევენ. ვერძები არასდროს ცნობენ დამარცხებას. აგრძელებენ ბრძოლას და ქმედებას მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს. არ ელოდებიან სხვებისგან ლმობიერებას და არც თვითონ შეუძლიათ იყვნენ ლმობიერნი სხვათა მიმართ. იბრძვიან სამართლიანობისთვის, მიზნებისკენ ყოველთვის პირდაპირ და ღიად მიდიან. ყურადღებას არ აქცევენ დეტალებს და მკაფიოდ ხედავენ გზას, რომელიც სანუკვარ მიზნამდე მიიყვანთ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თუ მოქმედების თავისუფლება ექნებათ, ნებისმიერ საქმეს სხვებზე უკეთ გაართმევენ თავს.
ვერძები ვერ იტანენ და არ აძლევენ სხვებს მათზე მბრძანებლობის უფლებას. ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე იციან პირში მიხლა ყველაფრის, რასაც ფიქრობენ. ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი საქციელით შესაძლოა ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდონ, ან ვინმეს აწყენინონ. პირველ ადგილას საკუთარ ინტერესებს აყენებენ. გამოირჩევიან ეგოისტობით. მათ არასდროს აქვთ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია. ყველაფერს სპონტანურად აკეთებენ და პირდაპირ ერთვებიან ბრძოლაში. არ ახასიათებთ არც ტაქტიკურობა, არც მოთმინების უნარი. მათ, ასევე, სტაბილურობის დეფიციტი აქვთ. მათი ამოცანაა: საკუთარ თავში გამოიმუშაონ წინდახედულობა, სიფრთხილე, მოთმინების უნარი. ვერძი დღევანდელი დღით ცხოვრობს. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ დღევანდელი დღე და მოცემული მომენტი. ხვალინდელზე ფიქრით თავს არ იწუხებს. ის ან უყვართ, ან დასანახად ვერ იტანენ. საშუალო დამოკიდებულება მის მიმართ -არ არსებობს.
როგორც წესი, ვერძს არ უყვარს ტყუილები და ჭორაობა. ფულს დიდება ურჩევნია. უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. ეს უფრო რეალისტი ნიშანია, თუმცა ზოგჯერ იდეალიზმშიც ვარდება. ის იმდენად მიმდობია, რომ ხშირად მოტყუებული და გულნატკენი რჩება. ხშირად, თავის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ზოგჯერ ძალიან ხელგაშლილი და თბილია. თუ ჩათვალა, რომ ვინმეს აწყენინა, მისთვის ბოდიშის მოხდა პრობლემა არ არის, მტერი რომც იყოს მაინც მივა და ბოდიშს პირველი მოიხდის. ვერძს უყვარს ადამიანების გაბედნიერება, მათთვის სიხარულის მინიჭება. თუ ამის საშუალება ეძლევა, არასდროს იტყვის უარს ვინმეს სიხარული მოუტანოს, გააბედნიეროს. ვერძს ბევრის მიღწევა შეუძლია, თუ ისწავლის საკუთარი ნაბიჯების გაანალიზებას და სხვების რჩევების გათვალისწინებას, ასევე დიპლომატიასა და წინდახედულობას. მისთვის აუცილებელია იმპულსურობასა და სულსწრაფობაზე უარის თქმა, ასევე უხეშობისა და აგრესიულობის მინიმუმამდე დაყვანა.

რაც შეეხება სიყვარულს, გვიყვარს გიჟურად, თავდავიწყებამდე, (პ.ს ყველაზე ხშირად მაინც მიუწვდმელი და პლატონური სიყვარული გვკლავს, აბა მისაწვდომში რა მუღამია? ) მარა თუ რამე მოხდა და გული გაგვიცივდა, საკაიფოდ "დაპაშოლების" ოსტატები ვართ.
ვის ეწყობა ვერძი?ვერძი ქალი – ვერძი მამაკაცი
საკმაოდ კარგი კავშირია, ორივეს ესმის და აფასებს ერთმანეთის დამოუკიდებლობას, ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის სამომავლო მისწრაფებებსა თუ სურვილებს, რომელიც სხვას შეიძლება უტოპიური მოეჩვენოს. მთავარი პრობლემა აქ არის სიფიცხე, რის შედეგადაც შესაძლოა მათ ოჯახში თეფშებმა იფრინონ, მაგრამ წყენა მალე გაივლის და მეუღლეები ისევ ერთად იქნებიან.
ვერძი ქალი-კურო მამაკაცი
საკმაოდ პერსპექტიული კავშირია. ეს წყვილი ხშირად ქმნის კარგ ოჯახს. მთავარია ვერძმა კუროს მთელი ფული არ გაანიავოს. კურომ კი ხანდახან მაინც მოახერხოს სიჯუტის დათმობა.
ვერძი კაცი-კურო ქალი
გაცილებით რთული კავშირია ვიდრე პირიქით, თუმცა ხშირია ასეთი წყვილიც. მთავარია კურო ქალი ზედმეტად არ იქცეს სახლში გამოკეტილ, თავწაკრულ დიასახლისად (ვერძ კაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!), თავად ვერძმა კი ფულის უყაირათოდ ფლანგვას მოუკლოს ცოლის თანდასწრებით.
ვერძი ქალი –ტყუპი მამაკაცი
ტყუპი ერთერთი მეტნაკლებად კარგი პარტნიორია ვერძი ქალისთვის. მათ მუდამ ექნებათ სალაპარაკო და საჩხუბარი თემა, მოკლედ ერთად ეს ორი არ მოიწყენს.
ვერძი კაცი – ტყუპი ქალი
ენერგიული, მხიარული და ხმაურიანი ოჯახის შექმნის წინაპირობას ქმნიან, თუმცა ამ ოჯახში ხშირი იქნება ალბათ კამათები და კინკლაობები. სამაგიეროდ მათი სახლის კარი მეგობრებისთვის მუდამ ღიაა.
ვერძი ქალი – კირჩხიბი მამაკაცი
საკმაოდ არასაიმედო კავშირია. ტიპიური ვერძისთვის კიბო, ძალიან რბილი, წუწუნა და პესიმისტი ნატურაა. ასეთ მოსაწყენ მამაკაცთან კი ვერძი ქალი ნაკლებად გაძლებს. თუ მაინც მოახერხა კიბომ მისი მარწუხებში მოქცევა და ცოლად მოყვანა, მერე გამუდმებული კინკლაობა გარანტირებული აქვს, რადგან ქალი ვერძი ვერ აიტანს ვინმესგან თავისუფლების შეზღუდვას, თუნდაც ეს ვინმე მისი ქმარი იყოს.
ვერძი კაცი– კირჩხიბი ქალი
გაცილებით უკეთესი კავშირია. რადგან ვერძ კაცს მშვენივრად აწყობს რაინდის როლის თამაში უმწეო, სუსტი და დაუცველი ქალის გვერდით, ამ როლის შესრულება კი კიბო ქალზე უკეთ არავის შეუძლია.
ვერძი ქალი – ლომი მამაკაცი
ერთერთი საუკეთესო კავშირია ვერძისთვის. მამაკაცი ლომი ის მამაკაცია, რომელთანაც ქალი ვერძი თავს მართლა ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მართალია ამ ორის ცხოვრება კინკლაობების გარეშე არ ჩაივლის ლომის ეჭვიანობის და მესაკუთრეობის გამო, მაგრამ ეს წვრილმანებია.
ვერძი კაცი– ლომი ქალი
საკმაოდ კარგი კავშირია, თუკი ვერძი კაცი თავისი დაუფიქრებელი და იმპულსური საქციელით თავმოყვარეობას საქვეყნოდ არ შეულახავს ლომს. ამ შემთხვევაში ცხოველთა დედოფალი ნაკლებად შესძლებს აპატიოს მას ეს "მდაბიო" საქციელი.
ვერძი ქალი – ქალწული მამაკაცი
იშვიათი და პრობლემური კავშირია. რადგან ქალწულს თავისი პრაგმატული, ზედმეტად კრიტიკული საქციელით და პედანტობით წყობიდან გამოყავს ვერძი ქალი. ამას გარდა მისთვის ქალწული საშინელად ძუნწი და მოსაწყენი ტიპია. აქედან გამომდინარე, მას რომ ცოლად გაყვეს ძალიან უნდა იყოს დაღლილი ვერძი ცხოვრებისგან.
ვერძი კაცი – ქალწული ქალი
საკმაოდ კარგი წყვილია. ქალწულს შეუძლია ძალიან კარგი "ბექგრაუნდი" შეუქმნას თავის ვერძ ქმარს საიმისოდ რომ მან კარგი კარიერა გაიკეთოს, რაც შესაბამისად მის მიერ გამომუშავებული ხელფასის რაოდენობაზე აისახება. ქალწულს კი მოგეხსენებათ ფული უყვარს!
ვერძი ქალი – მორიელი მამაკაცი
საკმაოდ საინტერესო წყვილია, იმ შემთხვევაში თუ ერთმანეთს ომი არ გამოუცხადეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ორივე დესტრუქციული ნიშანია, ამიტომ მათი ურთიერთობა მშვიდი არასოდეს იქნება. განსაკუთრებით კარგად ეწყობიან ერთმანეთს სექსში.
ვერძი კაცი– მორიელი ქალი
გაცილებით უკეთესი კომბინაციაა ვიდრე პირიქით. ქალი მორიელი ვერძ კაცს ძალიან ადვილად "ათვინიერებს" თან ისე რომ ეს უკანასკნელი ვერც კი გრძნობს ამ პროცესს.
ქალი ვერძი - მამაკაცი მშვილდოსანი
საკმაოდ კარგი კავშირია. მათ ერთნაირი ტემპერამენტი და ხასითი აქვთ. თუმცა ოჯახურ ცხოვრებაში, საქმეს ართულებს მშვილდოსნის მიდრეკილება "ყველა კაბას გაეკიდოს" მზერით მაინც, რაც ვერძი ქალისთვის აფსოლუტურად მიუღებელია
ვერძი მამაკაცი – მშვილდოსანი ქალი
საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან. მათ სახლში ოპტიმისტური, მხიარული და ძალზე ჯანსაღი გარემო სუფევს. ერთადერთი რასაც აქ ვერ ნახავთ წესრიგია, თუმცა არც ვერძს არც მშვილდოსანს ეს დიდად არ ადარდებს.
ვერძი ქალი – თხის რქა მამაკაცი
საკმაოდ რთული, თუმცა პერსპექტიული კავშირია. უფრო დიდ ასაკში გვხვდება ასეთი წყვილები. ვერძისთვის რთულია თხის რქის მოზომილ ხასიათს შეეგუოს, თხის რქას კი ვერძის სიფიცხე და იმპულსურობა აფრთხობს. თუმცა ოჯახის შექმნის შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ კარგად მონახონ საერთო ენა.
ვერძი კაცი – თხის რქა ქალი
გაცილებით უკეთესი კავშირია ვიდრე საპირისპირო კომბინაცია. თხის რქა ქალს მოსწონს პერსპექტიული მამაკაცები, ვერძს კი ყველა შანსი აქვს საიმისოდ რომ კარგი კარიერა გაიკეთოს.რაშიც თხის რქა ცოლი ხელს მონდომებით შეუწყობს მას.
ვერძი ქალი – მერწყული მამაკაცი
საკმაოდ კარგი წყვილია. მათი კავშირი უფრო ინტელექტუალური დაინტერესების საფუძველზეა დამყარებული ვიდრე გრძნობების. მერწყულისთვის ვერძი საინტერესო "კვლევის საგანია", ვერძისთვის კი მერწყული მუდმივად სასაუბროდ მზადმყოფი საინტერესო მოსაუბრე. ერთად ნამდვილად არ მოიწყენენ.
ვერძი კაცი – მერწყული ქალი
საკმაოდ ხშირი და წარმატებული კავშირია. მერწყული ქალი ადვილად ატარებს ვერძის სიფიცხეს და იმპულსურ საქციელებს. ამასთან ერთად მას შეუძლია დაამშვიდოს ხოლმე მთელ ქვეყანაზე გაცოფებული ვერძი ქმარი და ამით მის თვალში ერთგული მოკავშირის ადგილი დაიკავოს, გარდა მოსიყვარულე ცოლისა. ასეთ წყვილებს განსაკუთრებით ლამაზი და ნიჭიერი ბავშვები ყავთ!
ვერძი ქალი – თევზი მამაკაცი
საკმაოდ რთული, თუმცა არცთუ იშვიათი წყვილია, ბუნებით რბილ თევზ კაცს იზიდავს ვერძისნაირი ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები. აქედან გამომდინარე ხშირად იქმნება ამ ორს შორის ოჯახი, ისიც ყოველთვის ვერძი ქალის ინიციატივით. თუმცა კონფლიქტების და წყენის ალბათობა დიდია.
ვერძი კაცი – თევზი ქალი
კავშირი შესაძლებელია, თუმცა თევზი ქალის ხშირი ცრემლების ხარჯზე. ვერძ კაცს უხეშობა და დაუკვირვებელი საქციელები ახასიათებს, რითაც იგი ბევრჯერ ატკენს გულს (ოღონდ გაუცნობიერებლად) ბუნებით სათუთ და რბილ თევზებს.
მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ცხელ ტერიტორიაზე
This post has been edited by Mari Paranoid on 3 Aug 2015, 20:08
მიმაგრებული სურათი