LOLZ-ის საქმეგამარჯობა,
მივმართავ ფორუმის ადმინისტრაციას
შევეცდები მოკლედ და კონკრეტულად ავღწერო ის ფაქტი თუ რა მოხდა 3 დღის წინ განათლების განყოფილებაში.
(ფორუმის წესებიდან გამომდინარე: სამი დღის შემდეგ ვასაჩივრებ აქ, რადგან თვითონ LOLZ-ი არ მპასუხობს)თემის შესახებ:საქართველოს უნივერსიტეტები - გავხსენი თემა, რომელშიც განხილული იქნება უნივერსიტეტის პრობლემებზე. უნივერსიტეტმა რა უნდა მოითხოვოს/მიაწოდოს სტუდენტს. საუბარი თუ რა სიტუაციაა უნივერსიტეტებში.
როგორც ნახავთ თემაში გაკრვეული სისტემაა შექმნილი და რომლის დახვეწის და ერთიანად ჩამოყალიბების შემთხვევაში შეიქმენება უნივერსიტეტების სია, რომელთა შესახებ თვითონ ამ უნივერსიტეტის სტუდენტების კომენტარები იქნება გაკეთებული რა არის კარგი თუ ცუდი.
ამ თემის ჩონჩხი გაკეთებულია და დანარჩენი ყველამ ერთად უნდა მივაბათ. საბოლოოდ თემა ჩამოყალიბდება ისე, რომ მომავალ აბიტურიენტს შეეძლება გაეცნოს უნივერსიტეტის რეალურ და შიდა სამზარეულოს და არა ბუკლეტს და მხოლოდ გარე იფორმაციას რომელიც დაწერილია კარგი პიარისთვის.
თუ კარგად წავიდა საქმე წიგნსაც გამოვუშვებ. ( გეცოდინებათ, უცხოეთში არის წიგნი, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტების ინფორმაციას და ასევე სტუდენტების კომენტარებს. )
პრობლემა:
სანამ თემას გავხსნიდი გაიხსნა თემა
უნივერსიტეტების ათეული - რომელიც დაიხურა რადგან თემას დახვეწა სჭირდებოდა. ზუსტად ამ დროს გავხსენი მეც თემა და LOLZ-მა ივარაუდა, რომ მე ცალკე თემა გავხსენი.
ეს თემები ერთმანეთისგან განსხვავდება. საქართველოს ტოპ 10 უნივერსიტეტი და ჩემი თემა ერთი შინაარსის ნამდვილად არ არის. მე ჩემი გეგმა მქონდა და გავხსენი თემა.
თემის გახსნის შემდეგ დავპოსტე ეროვნული გამოცდების გვერდზე :
საქართველოს უნივერსიტეტები < აბა შევარდეთ : )- LOLZ-ის პასუხი : ჯერ ერთი, შევარდეთ კი არა, შევვარდეთ.
ეს რომ დამცინავი და ცოტა არასასიამოვნო მიწერაა, ვიმედოვნებ ხვდებით.მეორე, მე გთხოვე დაწერე, PM-ში მომწერე და დახურულ თემას გავხსნი მეთქი. მგონი რთული არ იყო ამის გაგება. ვხურავ ამას. +20% ალალია შენზე
[ აქ მემუქრება. თუ წესს ვარღვევ დამვორნე, თუ არ ვარღვევ რატომ წერს. ( დავწერე კიდევ კომენტარები თუმცა დიდი გამოვა, პირდაპირ თემაში გაეცანით
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2011 ქედან იწყება. )
მოკლედ: დემაგოგიაში მადანაშაულებს. რომლის მნიშვნელობაა უვიც ხალხზე ზეგავლენა. უვიცი ხალხი ალბათ განათლების გვერდზე ის მყოფი ხალხია რომელიც პოლიმიკაში იყო ჩართული ( ასე გამოდის) კიდევ წვრილმანი მაგრამ აღარ დავწერ. გავიდა 3 დღე და პირადშიც არ მპასუხობს, მხოლოდ ერთხელ მიპასუხა წესებს გაეცანიო რაც არასაკმარისი პასუხია და თემისადმი არაპასუხისმგებლოური დამოკიდებულებაა
შეიზრუდა ჩემი უფლებები. თემა, რომელიც ნამდვილად დაეხამრება ხალხს გააუქმა. ასევე მომაყენა შეურაცყოფა ხალხში.
მაქვს 20 % ვორნი 2 დღის შემდეგ
[ 4.2.1.თემის შექმნა იმ საკითხზე,რომელიც უკვე განხილული იყო ფორუმზე
როგორც გითხარით არ არსებობს მსგავსი თმა. 4.3.2.2. დავაში არასამართლიანი მეთოდების გამოყენება: სოფისტიკა,დემაგოგია და ა.შ.
აქ უნდა ნახოთ პოსტები და ნახავთ რომ მე მხოლოდ მას ვწერ და სხვას არავის მივმართავ დასახმარებლად/ასაყოლიებლად. უბრალოდ ხალხმა გამოთქვა სურვილი ნებაყოფლობით. 4.3.3.1. პროვოკაციული ქმედებები:პირდაპირი პროვოკაცია
გარკვევა იმისა თუ რატომ დაიხურა თემა არ არის პროვოკაცია. 4.3.11. მოდერების მიერ აკრძალული თემის განხილვის გაგრძელება
თემის დახურვისას არ იყო დაწერილი მიზეზი თუ რატო დაიხურა თემა. ამიტომ როდესაც მან მომწერა სხვა თემაში იქ მივწერე თუ რატომ დახურა. ამის შემდეგ მოყვა ლაპრაკი გაგრძელება აქ არაფერშუაშია. 4.15. კონფერენციის ადმინისტრაციისა და მისი ქმედებების საჯარო განხილვა
მისი ქცევა სულ არ გამიხილავს, მე იმას ვწერდი თუ რატომ უნდა იყოს თემა გახსნილი და ვწერდი პირადად მას. მოვითხოვ აღადგინონ თემა და მომხსნან ეს 20% იანი ვორნი. მადლობა ყურადღებისათვის,
This post has been edited by GTabidze on 18 Aug 2011, 12:13