#27004725 · 21 Aug 2011, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლუკას 22 თავი 19. აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
20. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის.
ალბათ ბევრს დაუსვამს კითხვა - რა მსხვერპლი გაიღო იესომ? როგორ გამოიხსნა კაცობრიობა? ამ კითხვაზე პასუხს თავად იესო სცემს იოანეს სახარებაში, სადაც ზეციერი პური უწოდა საკუთარ თავს, პური, რომლის მჭამელიც არასდროს მოკვდება იოანეს სახარების მე-6 თავი: 51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. 52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? 53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
ამ სიტყვის მოსმენა "ბევრმა ვერ შეძლო" , ყველას არ შეეძლო ამის გაგება. ამიტომ იესომ ასე განმარტა: 63. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე.
ის რაც ღმერთკაცი იესოსთვის იყო მსხვერპლი, ქვეყნიერებისთვის იყო ხსნა. კაცის ძის "ხორცის შეჭმით" მოიპოვება ხსნა, ვინაიდან ხორცი უსარგებლოა, ხოლო სული კი სიცოცხლის მომცემი. როცა იუდა მაგიდიდან ადგა და გავიდა იესოს გაცემის დასაგვირგვინებლად იესომ თქვა - ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე. იესოს უნდა განდიდებულიყო მამაში, და ეს განდიდება უნდა ყოფილყო ხორცის ტყვეობისგან გათავისუფლებით. ღმერთს პატივს მიაგებენ სულით, სიცოცხლით, ჭეშმარიტებით ვინაიდან ის ჭეშმარიტებაა. თუ ქრისტე არ მომკვდარა რწმენა ამაოა - ამბობს პავლე. ხორცი უნდა მომკვდარიყო ხოლო სული განდიდებულიყო, მატერიალური ლპება და იხრწნება, ხოლო სული რჩება. ქრისტეს ჯვარცმა ის აუცილებელი ზეციერი პურის ჭამა იყო, რომლის გარეშეც მარადიული სიცოცხლე არ მოიპოვება. რატომ მაინცდამაინც ქრისტეს სხეული? ნუ გაირჯებით ხრწნადი საზრდოსთვის, იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ რაც საუკუნო სიცოცხლისთვის რჩება (იოან 6,27). იმიტომ რომ მიწიერი საკვებით მარადიული სასუფეველი არ მოიპოვება, ხოლო იესო ზეციერი პურია!
2კორ. 3,6 ღმერთმა მოგვცა იმისი ძალა, რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ; არა ასოსი, არამედ სულისა, ვინაიდან ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს.
--------------------
პატარა ტექსტი გადამათარგმნინეთ ქართულიდან ინგლისურზე Katutu: 1 სიტყვა 4 თეთრი hennessy: 5 იყოს კი კი კი ! დაავთვალე და ლარნახევრის თემაა ........ მე მიყვარს ალტ-ინფო <3
|