ძვირფასო 
გულწრფელო ნაციონალურო მოძრაობის ფანატიკოსო მხარდამჭერებო, მინდა მოგმართოთ თქვენ რომლებსაც მართლა გჯერათ რომ დიად საქმეს აკეთებთ. 
თქვენ რომლებიც ამართლებთ ნაცების უამრავ 
დანაშაულს სწორედ მაგ მოტივით...
თქვენ რომლებიც არ აპროტესტებთ იმ საშინელ უსამართლობას რასაც ხელისუფლება სჩადის უამრავ ასპექტში.
თქვენ რომლებიც ყველაფერში კვერს უკრავთ თქვენი ბელადის სიტყვებს!
თქვენ რომლებიც ფეხზე თვალცრემლმოლეულები დგებით ტელევიზიის ეკრანთან და ასე უსმენთ მიშას ნებისმიერ გამოსვლას (საბაჟოზე მოდელი გოგოების თემაზეც კი)
თქვენ რომლებსაც მიშა მაგარი მობილურში გიწერიათ და სამსახურის ნომრებზე რინგტონადაც კი რო გაქვთ!
თქვენ ჩემს თვალში ხართ აი ეს ქალბატონი!!! მეტი არაფერი!!! თქვენ მართლა გგონიათ რომ დიად საქმეს აკეთებთ და ერთი-ორი "გადაცდომა" არაფერია!!! დაფიქრდით! გონს მოეგეთ! ნუ აძლევთ თავს პოლიტიკოსებს რომ თქვენი მუდმივი მანიპულაცია მოახდინონ!!! იმიტომ რომ ამ ქალს გავხართ იცოდეთ როცა ამას აკეთებთ!!!
უბრალოდ განსხვავება ისაა რომ როცა ამ ყველაფერს ამბობთ (რომ გრანდიოზულ საქმეს შეეჭიდეთ და ერთი ორი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი არაფერია) ამის შემდეგ ბეთჰოვენის მაგივრად მიშა მაგარიას მღერით...
შეხედეთ ამ ყველაფერს!!! არ არის ეს ამაზრზენი???
როგორ შეიძლება არ გააპროტესტოთ უსამართლობა???
როგორ შეიძლება კრიტიკულები არ იყოთ ხელისუფლებასთან???
დადექით საკუთარ თავზე მაღლა და შექმენით სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებას ხალხის ეშინია...
სადაც ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების ეშინია...
სადაც ხელისუფლება იძულებულია გამჭვირვალე და სამართლიანი გახადოს მმართველობა...
სანამ თქვენ (და ბევრიც ხართ) ყველაფერს უპრავებთ ხელისუფლებას და თავზე ხელს უსვამთ, მანამდე მუდამ უსამართლობა იქნება და უფრო და უფრო უსამართლო გახდება რეჟიმი!!!
იცოდეთ თქვენ თქვენი წილი (თან სერიოზული) მიგიძღვით რაც ხდება დღეს ქვეყანაში...
ამიტომ გამოფხიზლდით! ნუ უჭერთ ფანატიკურად ნურავის მხარს... გასაკრიტიკებელი გააკრიტიკეთ, მოსათხოვი მოითხოვეთ...
ნუ ფიქრობთ რომ რაღამც არცევნებზე მიეცით ხმა ერთ პარტიას, ამის გულისთვის მისი ყველა ნაბიჯი უნდა გაიზიაროთ!
რაც შეეხება კიდე შვილთაშვილები ჩვენს ღვაწლს დაგვიფასებენო, არ დაგავწიყდეთ კიდევ ერთი მონაკვეთი ამ გენიალური ფილმიდან...
შექმენით საზოგადოება რომელიც მუდმივად აკრიტიკებს ხელისუფლებას... აკრიტიკეთ ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს მაინდამაინც რომ წახვიდეთ მერე და გრეჩიხას მისცეთ ხმა არჩევნებზე... პირიქით ეს საწინდარი იქნება იმისა რომ წახვიდეთ არჩევნებზე და სინდის შეუწუხებლად ხმა მისცეთ ნაციონალურ მოძრაობას (როცა სხვა ალტერნატივა ბევრად უარესად მიგაჩნიათ) და ნაციონალური მოძრაობაც ასეთი თავგასული არ იქნება...
ხელისუფლებას როცა თავზე ხელს უსვამ, როცა ხელისუფლებას ეფერები, ამით პირველ რიგში აფუჭებ ამ ხელისუფლებას!!!
რით ვერ გაიგეთ ეს!!!
ეს თემა არ არის მოწოდება იმაზე რომ არ დაუჭიროთ მხარი ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებზე და დაუჭიროთ რომელიმე ოპო პარტიას!!! არა, ეს თემა საღ აზროვნებაზეა!!!
თუ მხარდამჭერი ხარ, აკრიტიკე!!! აკრიტიკე რომ ღირსეულად მართოს ქვეყანა!!! თუ არ აკრიტიკებ, ეგ უკვე მხარდამჭერობა კი არა 
მონობაა!!!წინააღმდეგ შემთხვევაში კი იხილეთ პირველი ვიდეო კიდევ ერთხელ და იპოვეთ მსგავსება...
დანაშაულის მუდმივი გამპრავებელი არანაკლები დამნაშავეა...
დაფიქრდით ასჯერ ვიდრე ამას გააკეთბდეთ!!!
მომავალ თაობამ სწორედ ისევე რომ არ შეგრაცხონ და ისე არ მოგიგონონ როგორც ამ ფილმის "გმირი" მოიგონეს!!! 
This post has been edited by MacBook on 15 Aug 2011, 02:21