მწვანე ლობიოს ვარიაციებიმწვანე ლობიოს მე პირადად ვხარშავ, მერე ვწურავ, რომ გაცივდება, მერე ხელით ვჭყლიტავ, მუჭში, ნაწილ-ნაწილ, წვენი რომ თითქმის სულ გამოუვიდეს.
ქვაბში შვუშავ წვრილად დაჭრილ ხახვს, მერე დავუმატებ ლობიოს და ვშუშავ ისევ. ბოლოს დავამატებ წვრიალდ დაჭრილ ნიორს, ქონდარს, ქინძს, რეჰანს, პილპილს, მარილს.
მეორე ვარიანტია, იგივე, ოღონდ ხახვსა და ლობიოს შორის ვამატებ დაჭყლეტილ პომიდორს, ვშუშავ მას ხახვთან ერთად რაღაც ხანი და მერე ვყრი შიგნით ლობიოს, დანარჩენი იგივე.
მესამე ვარიანტი: იგივე პირველი, ოღონდ სულ ბოლოს, აი უკვე მწვანილებიც და მარილიც რომ უკვე ნაქნარი აქვს და მზადაა, ვასხავ შიგნით წინასწარ ათქვეფილ რამოდენიმე კვერცხს, ამოვურევ და თავდახურულს ვაჩერებ გაზზე რაღაც ხანი, სანამ კვერცხიც არ მოიშუშება კარგად.
* * *
კირკაშიby
Jolly Roger Fanმსხვილ, წითელ ლობიოს (სასურველია, რაჭულს, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს) ვხარშავთ მომზადებამდე, მაგრამ ისე, რომ წყალი არ ამოდუღდეს. ცალკე ტაფაზე ბლომად ხახვს ვშუშავთ მზესუმზირის ზეთში (სასურველია არარაფინიერებულში, კახურ-გლეხურში)

ორივე რომ მომზადდება, ლობიოს თავის წვნიანად გადაუძახებთ ტაფაში და მარილს მოვაყრით. კიდევ 5-20 წთ დაბალ ცეცხლზე და - მზადაა.
გამოვიდა კირკაში....

მიითრთვით ცივ მდგომარეობაში - უფრო გემრიელია

ხახვი- ლობიო 1/1. მარილი გემოზედ.
* * *
კეკალი ლობიოby
Breakyკეკალი ლობიო (ასე ეძახიან, რა ვიცი, სხვანაირად როგორ ქვია, ნედლი ლობიო როა, ოღონდ მწვანე
ბუდიდან გამორჩეული უკვე) მოვამზადე ასე:
მოვხარშე, ცალკე მოვშუშე წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი. მერე დავაყარე გადაწურული ლობიო.
პომიდვრის სითხე არ ეყო, დააკლდა და ამიტომ დავამატე ლობიოსავე ნახარში, შემდეგ კი ნიორი, ქონდარი და ქინძი ბლომად.
* * *
ხმელი ლობიოby
murzakaniსახლში თუ გაქვთ ჩვეულებრივი წესით მომზადებული ლობიო (ხმელი), მაშინ გააცხელეთ ტაფა, ზედ დაყარეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ღორის ქონი (ცოტა) წვრილად დაჭრილი ხახვი და მოხრაკეთ, მერე ზედ დაასხით ორიოდ ჩამჩა ლობიოს შეჭამანდი საერთო ქვაბიდან და ისე გააცხელეთ, რომ სულ ცოტათი მიიწვას კიდევაც, სადილი მზადაა, ოღონდ ეს კერძი აუცილებლად უნდა მიირთვათ ტაფიდანვე და მიაყოლოთ წითელი კომბოსტოს მწნილი, ქარხნის ყველი და ორი-სამი ჭიქა წითელი ღვინო (არატკბილი).
* * *
სოიოს ვარიაციებიby
lizikoვინაიდან და რადგანაც, ეხლა დამუშავებული სოიოს ყიდვა ძალიან გართულდა, ანუ ფაქტიურად აღარ იყიდება, ჩვეულებრივი მარცვლებიდან ასე გააკეთებთ:
გადაარჩევთ და დაალბობთ მთელი ღამე, დილით უკვე გადაწურავთ წყალს და ჩვეულებრივ მოხარშავთ, ლობიოსავითაა "პო ვიდუ" შემდეგ გადაუწურავთ წყალს და გაატარებთ. მიიღებთ რაღაცნაირ მასას "ლობიანებივითის ლობიოს" .
კატლეტებისთვის უნდა დაუმატოთ შემცვარი ზეთიანი ხახვი, მწვანილი, მარილი, ნიორი (სუნელები და სვანური მარილი

ნუ მე ვუმატებ ) გააკეთებთ კატლეტების ფორმისას და შეწვავთ ძალიან ჩვეულებრივად.
ასევე ამ"ლობიანებივითის ლობიოს" -გან შეგიძლიათ გააკეთოთ "მადამ ბოვარი" ანუ: კარტოფილი ძირზე, მერეეს "ხორცი" შემდეგ პამიდორი, (თუ გიყვართ ბულგარულიც), და ზემოდან მაიონეზი. ყველა ფენაზე აყრით მარილს და პილპილს (ოღონდ ცოტას).
და კიდევ ერთი რეცეპტი გავიგე, პიცა ამ სოიოს "ხორცით". ყველაფერს ჩვეულებრივ გააკეთებთ: ანუ ცომი, და დანარჩენი ინგრედიენტები, და ხორცის ნაცვლად ამ "ლობიოსავით ლობიოს" მოაყრით, და მერე მაიონეზი. უგემრიელესია.
This post has been edited by ShadowCat on 4 Nov 2007, 22:41
გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ომობენ (c) მარკ ტვენი
--
Калории-это такие мелкие пакостники, которые приходят ночью и ушивают твою одежду.
--
un-bee-lievable