"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მცდელობები, აამაღლოს არმიის პროფესიონალიზმი „კონტრაქტნიკების“ ხარჯზე, უშედეგოა იმ ფონის გათვალისწინებით, რაც რუსულ სამხედრო ყაზარმებშია შექმნილი. ვიდეოში, რომელიც რჟევსკის პოლიგონში, 33491 სამხედრო ნაწილის ყაზარმაშია გადაღებული, ნათლადაა აღწერილი, როგორ ექცევიან „დემბილები“ ახალწვეულებს. სამხედრო ნაწილი, სადაც ეს ფაქტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სულ რაღაც ორთვენახევრის წინ მოხდა, სამხედრო-საზღვაო ფლოტს ეკუთვნის. ვიდეო სწორედ ამ ნაწილის სამხედრო პირმა გადაიღო."
http://www.დრონი.ge/?m=13&AID=3605იძულებული ვარ, ასე ჩავწერო ლინკი, რადგამ ეს დომენი, როგორც ვიცი, ძველი ცოდვების გამო, დაბლოკილია. ისე, ტიმისთვის მიმიწერია და ახლაც ვიმეორებ - განახლებული "დრონი.ჯი"-სთვის, ჩემი აზრით, უკვე შეიძლება შეზღუდვის მოხსნა. ცოტა უცნაურია - ძველი შემადგენლობიდან აღარავინაა, საიტი ახალია და იკითხება და ფორუმზე, სადაც ბევრად უარესი პორტალების ბმული შეარდება, "დრონის" საშველი არ დაადგა. მოდერატორების საყრადღებოდ: რეკლამირება არ არის, შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნაა და ამ მოთხოვნის დასაბუთება. ჩემი აზრია, მოკლედ...