ნორმალური ქართული ღვინო გვინდა ამერიკაში

ჩვენ ქართველები კიდევ რაღაცაში ვერკვევით და ვეძებთ ნამდვილს.
უცხო რომ შევა მაღაზიაში და 20 ქართული ღვინიდან 18 საშინელებაა რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ღვინოსთან ეტიკეტის გარდა რას იფიქრებს ცხოვრებაში აღარ იყიდის მეორედ ქართულ ღვინოს.
ეგ კი არა ჩვენც გვიყიდია ისეთი საშინელება რომ ქართული ღვინო კი არა საერთოდ ღვინოსთან არაფერი შეხება არ ქონდა იმ სითხეს...
ვიღაცამ მიხედოს რატომ ფრანგული და იტალიური ღვინოები არაა ესე გაბანძებული და ვისაც უნდა ასხავს? მისახედია ყველას უნდა უჩივლონ ვინც აყალბებს და მოაცილონ მარკეტიდან ეს სირცხვილი.
* * *
მაიამში შევედი ღვინის მაღაზიაში როგორ აგიღწეროთ მაღაზია იყო უზარმაზარი... მერე ვნახე მაგათი საიტი და 8,000 სახეობის ღვინო აქვთ მაღაზიაში უბრალოდ წარმოდგენა რომ შეგექმნათ რამხელა მაღაზიაა თან მარტო ღვინოც არ იყიდება სხვა სასმელებიც აქვთ...
ღვინო ელაგა ქვეყნების სახელებით ანბანის მიყოლებით...
თითო ანბანის ასოზე ერთი 4-5 ქვეყანა იყო მგონი... მოკლედ ყველა ქვეყანა იყო რა აი სულ რომ არ წარმოგიდგენია რომ ის ქვეყანა საერთოდ აწარმოებს ღვინოს...
ვიარე ვიარე ვერ ვიპოვე ქართული ღვინო

მივედი ვკითხე ერთ-ერთ მომუშავეს ქართული ღვინო გაქვთ მეთქი? მე არ ვიცი ზუსტადო და რაციით იკითხა (ესეც მეტყველებს მაღაზიის ზომაზე) ქართული ღვინო გვაქვსო ნუ ველოდეთ ცოტა ხანი არავინ უპასუხა და ეტყობა არ გვაქვს რახან არავინ პასუხობსო...
მაგრად გამიტყდა რაღაცნაირად დამცირებულად ვიგრძენი თავი
პრეტენზიები გვაქვს ღვინის სამშობლოა საქართველოო არადა ძალიან ბევრმა არ იცის არც საქართველო არც ქართული ღვინო. ბევრია სამუშაო რეკლამაზე და პოპულარიზაციაზე. რაც მთავარია ყველაზე კარგი რეკლამა არის ხარისხი და სერიოზული ბრძოლა გამყალბებლებთან.