ესეიგი მახასიათებს არაკონტროლირებადი აგრესია. არა იმ მნიშვნელობით როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. როგორც წესი ვარ წყნარი და გაწონასწორებული, ვცდილობ კომფლიქტებში არ ჩავება სანამ შესაძლებელია - სანამ ,,ძღვარი" არ გადალახა ვინმემ. ამის შემდეგ თუ გამაბედნიერა და იმის საბაბი მომცა ხელი დავარტყა - საუკეთესო ვარიანტად ვთვლი - გადავუვლი და გულსაც ვიჯერებ 100%-ით(თუ კაცია). ძირითადად აფერისტების და ,,გველების" მიმართ მაქვს ისეთი ,,ორგანული'' აუტანლობა თავს ვერ ვაკონტროლებ და ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ რასაც სხვები ვერ ხვდებიან და ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. არ მიყვარს თავის მართლება და ,,ლაქალაქი" , ვამბობ ,,მასე იყო საჭირო და მორჩა" ... პირში ვერავინ ვერაფელს მეუბნება (ან ვერ მიბედავს) , მაგრამ ვიცი , რომ ჭორაოდენ და ზურგს უკან რაღაცეებს ,,ხლართავენ" - ეს ყველას ეხება მეგობრებს, ნათესავებს და ხანდახან ოჯახს... დამეთანხმებით რომ არაა სასიამოვნო - მითუმეტეს თუ ამას ბოლო არ უჩანს
თუ მიმიხვდით რას ვამბობ , მაინტერესებს თქვენ როგორ იქცევით მსგავს სიტუაციებში...