მდინარე მტკვარში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის თავის ქალა იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მეთევზემ განუცხადა, თევზაობისას მის ბადეს თავის ქალა ამოჰყვა, რის შემდეგაც პოლიციას დაუკავშირდა.
ამ დროისთვის ორთაჭალჰესთან მდებარე ხიდზე სამართალდამცავები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
სამართალდამცავების ვარაუდით, თავის ქალა რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნის. თავის ქალას ქვედა ყბა არ აქვს.
http://geo.interpressnews.ge/ge/samartali/...la-amohyva.htmlრა უბედურებაა რა ხდება ამ მტკვარს რო უხტება ყველა??