http://www.presa.ge/new/?m=news2&NID=9059#NN9059რუსეთის მურმანსკის ოლქის გამომძიებლები, ქალაქ სევერამორსკის მცხოვრების თხოვნით გამოიძიებენ, შეიცავს თუ არა ხორცის რულეტის სახელწოდება - грузинчики жареные ერთაშორის უთანხმოების გაღვივების ნიშნებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
როგორც საგამოძიებო კომიტეტის განყოფილებაში განაცხადეს, ასეთი საინტერესო პრეცენდენტი მათ პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა. მათივე ცნობით, ამ საკითხზე გამოძიების თხოვნით პოლიციას სევერამორსკის მცხოვრებმა მიმართა, რომელიც თვითონაც ძალოვანი უწყების თანამშრომელია. მისი ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქართველია.
მან ადგილობრივ სუპერმარკეტში ხორცის რულეტის ნახევარფაბრიკატი შენიშნა, რომლის სახელწოდებაა грузинчики жареные (გრუზინჩიკი ჟარენიე).
100 გრამი პროდუქტის ფასი 30 რუსულ რუბლს შეადგენდა. მან მარკეტის ადმინისტრაციას პროდუქტის გაყიდვიდან ამოღება სთხოვა, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მყიდველმა გადაწყვიტა, სუპერმარკეტის დირექტორისთვის ერთაშორის შუღლის გაღვივების ბრალდებით ეჩივლა.
საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებით, პროდუქტისთვის ასეთი სახელი სუპერმარკეტის ადმინისტრაციას არ დაურქმევია. მისი თქმით, ასეთი სახელწოდების კერძი ქართულ სამზარეულოში ნამდვილად არსებობს. მანვე აღინშნა, რომ ინტერნეტსაძიებო სისტემაში ამ კერძის მომზადების რამდენიმე ათეული რეცეპტის მოძებნაც კი შეიძლება.
----------------------------------------------
მართლა არსებობს ასეთი კერძი?