ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო(ფრანგ. Jean-Marie Gustave Le Clézio; დ. 13 აპრილი. 1940, ნიცა) — ფრანგი მწერალი, რენოდოსა (1964) და ნობელის (2008) პრემიების ლაურეატი.
ლეკლეზიო დაიბადა ნიცაში ბრიტანელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში. მისი წინაპრები ბრეტანიდან მაურიტიუსზე XVIII საუკუნეში გადასახლდნენ. 8 წლის ასაკში ლეკლეზიო ოჯახთან ერთად ნიგერიაში გადასახლდა, სადაც მამამისი ბრიტანეთის არმიის ექიმად მუშაობდა.
1958-59 წლებში იგი ჯერ ბრისტოლის უნივერსიტეტში, შედეგ კი ნიცის ლიტერატურათმცოდნოების ინსტიტუტში სწავლობს. ლონდონსა და ბრისტოლში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ლეკლეზიო აშშ-ში გადადის, სადაც მასწავლებლად მუშაობს. 1967 წელს სამხედრო სამსახურში ტაილანდში გაამწესეს, თუმცა იქიდან მალევე გაიწვიეს ბავშვთა პროსტიტუციის გამო მოწყობილი საპროტესტო აქციებისთვის და მექსიკაში გააგზავნეს. 1970-74 წლებში ის ემბერე-ვაუნაანის ინდიელებთან ცხოვრობდა პანამაში.
ლეკლეზიომ მაგისტრის ხარისხი ანრი მიშოს თემაზე დაიცვა ექს-ან-პროვანსის უნივერსისტეტში 1964 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1983 წელს — პერპინიანის უნივერსიტეტისთვის მექსიკის ისტორიაზე. 1975 წლიდან დაქორწინებულია ჟემიაზე, რომელიც წარმოშობით მაროკოელია. 1990 წლიდან წყვილი ალბუკერკში, ნიუ-მექსიკო, მაურიტიუსსა და ნიცაში ცხოვრობს.
© Wikipedia
პ.ს. ახლახანს წავიკითხე მისი "უდაბნო" და აი პატარა მოკრძალებული განხილვაც.
„უდაბნო“-ს შინაარსს სათაურიდანვე უნდა ჩავწვდეთ. ავტორი აღგვიწერს იმ ქვიშის სამყაროს, რომელსაც უდაბნოს ვუწოდებთ. ავტორის თვალით დანახული უდაბნო ეს ქვიშის სამეფოა, რომელიც უკავშირდება უსასრულობას და მარადისობას, ხოლო ამ უკიდეგანო მიწებისა და მცხუნვარე მზის ქვეშ ჩვეულებრივი მოკვდავნი ცდილობენ გადარჩენას, რაც ასეთი რთულია ამგვარ ცხოვრების პირობებში. მწერალი პარალელურად გვითხრობს გოგონას ისტორიას, რომელიც უდაბნოსთან ახლოს ცდილობს. უდაბნოს მძიმე პირობების შემდეგ თითქოს-და ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება მაგრამ მწერალი გოგონას ისტორიას უკიდურესად წელავს და უაზროს ხდის, რაც ერთგვარი ხრიკია ავტორის მიერ.
წიგნი საკმაო ემოციას იწვევს. ეს იმ ნაწარმოებთაგანია, რომელშიც ცხოვრობ. ღამის ცივი ჰავისაგან შენც ძაგძაგებ, შუა დღის მცხუნვარე მზე შენც გიწვავს თვალებს, ხოლო წყურვილისაგან ლამისაა გული წაგივიდეს.
მოთხრობის აღსანიშნავი ნაწილია ლოცვა, რომელსაც ბელადი და მისი ხალხი აღავლენს. სიტყვები იმდენად მძიმეა, როგორც თავად უდაბნო და ამ ხალხთა არსებობა.
მწერალი პოეტური გზით ითრევს მაყურებელს. თავიდანვე აღმოვაჩინე ეს ელემენტი - თუ როგორი პოეტური სულით იყო აღსავსე ეს პროწაული ნაწარმოები და მხოლოდ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე მწერლის სიტყვები „ლიტერატურა სიტყვები, ჟღერადობაა“.
მეტის განხილვას არ ვაპირებ. ძნელია შედევრზე ისაუბრო. ამიტომაც თქვენთვის მომინდვია არჩევნის გაკეთება. იმედს კი ვიტოვებ, რომ წაიკითხავთ ამ წიგნს და შეგითრევთ ის სამყარო, რომლითაც რამდენიმე დღე მე ვცხოვრობდი. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე უკვე ნამყოფი ვარ უდაბნოში და გამივლია ცხელ ქვიშაზე.
პ.პ.ს. რას ფოქრობთ ამ მწერალზე და მის შემოქმედებაზე ?
დამატებითი ლინკებიWikipedia PageWorldცat Page
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass