„შემწვარი ქართველები“ - ახალი კერძი რუსულ მაღაზიებში
19/08/2011 10:41
რუსეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი რუსეთის მაღაზიებიდან ახალი პროდუქტის „შემწვარი ქართველების“ (Грузинчики жареные) ამოღებას ითხოვს. მურმანსკის რეგიონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა ამის შესახებ უკვე მიმართა პოლიციას.
მისი თქმით, ამ ფაქტმა შესაძლოა, ეთნიკური შუღლის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
საქართველოს მოქალაქეს ითხოვს, რომ ხორცის პროდუქტი, სახელწოდებით - „შემწვარი ქართველები“ ექსტრემიზმად შეფასდეს. იგი მიიჩნევს, რომ მაღაზიის, სადაც იყიდება ეს პროდუქტი, მფლობელს კრიმინალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რადგან საქართველოს მოქალაქემ სთხოვა მას, რომ ამოეღოს პროდუქტი გაყიდვიდან, თუმცა ნეგატიური პასუხი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამ უცნაური სახელწოდების კერძის მომზადების რამდენიმე რეცეფტის მოძიება ინტერნეტშიც არის შესაძლებელი, თუცმა აშკარაა, რომ მისი ქართული წარმომავლობა საეჭვოა.
ფუ ამათი mad:
http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=4390&Itemid=1 This post has been edited by iase on 22 Aug 2011, 12:50